სააკაშვილის ლობირება ვაშინგტონში რადიკალურად იცვლება

სააკაშვილის ლობირება ვაშინგტონში რადიკალურად იცვლება

ყოჩაღ პრეზიდენტ სააკაშვილის PR მანქანას! ხომ დაარწმუნეს მისმა ლობისტებმა კონგრესმენი მაიკლ ტერნერი, რომ საქართველო არის დესპოტური, კორუმპირებული და მოძალადე სახელმწიფო, რომელიც არ იმსახურებს აშშ-ის მხარდაჭერას! საინტერესოა, ვის მხარეზეა სააკაშვილი?

ტერნერმა (მემარჯვენე რესპუბლიკელი) მხარი დაუჭირა ცვლილებებს აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომლებიც, მიღების შემთხვევაში, შეამცირებს აშშ-ის დახმარების მოცულობას საქართველოსათვის, რადგანაც ამ უკანასკნელმა გადაუხვია „თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების“ მშენებლობის გზას.

2007 წელს სააკაშვილმა ახალი ფურცელი ჩაწერა საქართველოს დემოკრატიის ისტორიაში, როცა მისმა კორუფცია-გაუმტარმა პოლიციამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი დემონსტრაცია და ძალის გამოყენებით დახურა დამოუკიდებელი ტელევიზია. ამასობაში კი, თავად ტერნერმაც გადაუხვ-გადმოუხვია გზიდან. არასამთავრობო ორგანიზაციის „მოქალაქეები პასუხისმგებლობისა და ეთიკისათვის ვაშინგტონში“ თანახმად, ტერნერი ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენია. ეს განცხადება ეხება ეთიკის საკითხები. საქმე ის გახლავთ, რომ მისმა მეუღლემ მიიღო კონკურსგარეშე სამარკეტინგო კონტრაქტი ჯგუფისაგან, რომელიც დაფინანსებულია ფედერალური ბიუჯეტიდან.

ეს გახლავთ იგივე ტერნერი, რომელიც აცხადებს, რომ კონგრესის ხარჯების შეკვეცის მომხრეა და ამავდროულად ამატებს დებულებას აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ნიუ-მექსიკოს შტატში მდებარე ბირთვული ობიექტისათვის ექვსი მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსების აღსადგენად, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონმა და ბირთვული უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ განაცხადეს, რომ ეს ობიექტი აუცილებლობას არ წარმოადგენს. და აი, ამის შემდეგ ტერნერის წინასაარჩევნო კამპანიამ მიიღო 70 000 დოლარის ოდენობის შეწირულობა სწორედ ამ ბირთვულ ლაბორატორიასთან დაკავშირებული კომპანიებისაგან. ამ არამიზნობრივი და უსარგებლო ბირთვული პროექტის დაფინანსება დაემთხვა სააკაშვილის პოლიციის მიერ კიდევ ერთი საპროტესტო აქციის სასტიკი დარბევის შემდეგომ პერიოდს. ამ დარბევამ იმსხვერპლა ორი ადამიანის სიცოცხლე.

ტერნერსა და აშშ-ის კონგრესს არავითარი პრეტენზიები არ ჰქონდათ საქართველოს დემოკრატიული წინსვლის მიმართ, როცა ქვეყანას გამოეყო 11 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება 2007 წელს და 17.9 მილიონი დოლარი 2011 წელს. ახლა კი, როცა განხორციელდა ისტორიული მნიშვნელობის მქონე მოვლენა: დემოკრატიული გზით ხელისუფლების გადაბარება, მათ გაუჩნდათ პრეტენზიები. უფრო მეტიც, ტერნერის მიზანია სწორედ იმ სახელმწიფოს დასჯა, რომლის წვლილიც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ავღანურ მისიაში აღემატება თავად ალიანსის წევრი ქვეყნების წვლილსაც. სხვათა შორის, ტერნერი გახლავთ ტიპიური „ვითომ-ქორი“ [პოლიტიკოსი, რომელიც გააფთრებით უჭერს მხარს ომსა და სამხედრო კამპანიებს, თუმცა თავის დროზე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა თავი აერიდებინა სამხედრო სამსახურისათვის]. ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის ხელმღძვანელობით წარმართულ მისიებში დაიღუპა 34 მებრძოლი საქართველოდან.

სააკაშვილის ლობირების წყალობით კი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის მთავარი მოწინააღმდეგის, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ახორციელებს კურსს პოლიტიკური და პირადი მოტივაციის საფუძველზე, და იძლევა გაფრთხილებას, რომ ამან უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს თანამშრომლობაზე ორ ქვეყანა შორის. ცინიზმია, როცა სააკაშვილი მიჰყვება იმავე კურსს და ახორციელებს ლობირებას კონგრესში საკუთარი ქვეყნისათვის მხარდაჭერის შესამცირებლად, ნაცვლად მისი გაზრდისა.

http://www.themoscowtimes.com/mobile/opinion/article/saakashvilis-about-face-in-lobbying-washington/483730.html