ეს გახლდათ დიდი დღე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ევროკავშირმა და საქართველომ წარმატებით დაასრულეს მოლაპარაკებები თავისუფალი და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ (DCFTA), რომელიც მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ნაწილს წარმოადგენს. შეთანხმება ასოცირების შესახებ DCFTA-თან ერთად ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას. დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე შეხვდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს და გააცნო მათ 2012 წლის ოქტომბერში ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საქართველოს პოლიტიკური მიღწევები. ეს არის ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრა, რომელიც გაიმართა ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე....
შეხვედრამდე ჟურნალისტებთან გამართულ საუბრისას ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ უზარმაზარი პროგრესია მიღწეული გასულ წელს მთავრობის შეცვლის შემდეგ. თუმცა უთანხმოება თან სდევს ამჟამინდელ ადმინისტრაციას, რომელსაც აკრიტიკებენ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან დაკავშირებული რამდენიმე ფიგურის დაპატიმრების გამო. უფრო მეტიც, 20 ივლისს საპრეზიდენტო პრაიმერზე შეხლა-შემოხლა მოხდა სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოპონენტებსა და მხარდამჭერებს შორის.
საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბრისთვისაა დანიშნული. ძალიან ბევრი დისკუსიებია მომავალი არჩევნების გამჭვირვალეობისა და სამართლიანობის შესახებ. ფანჯიკიძის თქმით, მთავრობა იძლევა არჩევნების სამართლიანად ჩატარების „გარანტიას“.
ოქტომბრის არჩევნებით საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყება, რადგან ქართველები აირჩევენ ამჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შემცველს, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში წარმოადგენდა ეროვნული პოლიტიკის საყრდენს. სააკაშვილს კონსტიტუციურად შეეზღუდა მესამე ვადით არჩვის შესაძლებლობა, თუმცა მან არ გამორიცხა პოლიტიკაში დარჩენა სამომავლოდაც. როგორც მან განაცხადა ქართულ მედიასთან საუბარში:
„საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და აქ მუდამ ერთი და იგივე ცნობადი სახეების როტაცია იქნება. არავინ გაუჩინარდება, რადგან ყველა ამ პირს ვიხილავთ მმართველობასა და პოლიტიკაში“.
შეკითხვას, ექნებოდა თუ არა მას პრეზიდენტად არჩევის შანსები, სააკაშვილმა ორაზროვნად უპასუხა:
„ის რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს და ყველა ჩვენთაგანს ვერ მოკლავენ. ზოგს მოკლავენ, ზოგი მოკვდება, ზოგიერთი კი გადარჩება, აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა დავგეგმოთ მომავალი.“
ამასობაში, პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შეხვედრებს ატარებს ევროკავშირის ლიდერებსა და პოლიტიკურ ფიგურებთან, რომ განიხილოს საქართველოს პერსპექტივები ევროკავშირთან მიმართებით. გასულ კვირას ივანიშვილი შეხვდა ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს, რომ განეხილა ვილნიუსის მომავალი სამიტი და ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი. ივანიშვილი აგრეთვე შეხვდა პოლონეთის პრემიერ მინისტრ დონალდ ტუსკს, რომ გაეძლიერებინა კავშირი ორ ერს შორის. შეხვედრები გაგრძელდა ბიძინა სააკაშვილის მიერ შტეფან ფულესთან შეხვედრის შემდეგაც, რომ კიდევ ერთხელ გაემეორებინა ის, რომ საქართველო „განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს“.
ევროკავშირთან თავისუფალი და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ ხელშეკრულების (DCFTA) დადება წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს საქართველოს გეოპოლიტიკის შეცვლაში, რადგანაც საქართველო ხაზს უსვამს მის „ევროპულ პერსპექტივებს“. როგორც დღევანდელი ხელმოწერის შემდეგ ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი:
„ევროკავშირი გახლავთ საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი. 2012 წელს ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ შეადგინა 2.63 მილიარდი ევრო. ევროკავშირისათვის ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევის („ვაჭრობის მდგრადობის გავლენის შეფასება“) პროგნოზების თანახმად DCFTA გაზრდის საქართველოს ექსპორტს ევროკავშირში 12%-ით და იმპორტს ევროკავშირიდან 7.5%-ით. ვაჭრობასთან დაკავშირებული რეფორმების სრული განხორციელება გაზრდის საქართველოს გრძელვადიან მთლიან შიდა პროდუქტს +4.3%-ით ანუ 292 მილიონი ევროთი“.
განცხადებაში მითითებულია სხვა სარგებელიც:
„ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა, რომელზეც შეთანხმება მოხდა 17 თვეში, მოლაპარაკებათა 7 რაუნდის შედეგად, საქართველოს მისცემს იმის საშუალებას, რომ მის საქონელსა და მომსახურებას ჰქონდეს უკეთესი წვდომა ევროკავშირის ბაზრებზე. თავისუფალი სავაჭრო ზონა აგრეთვე ქმნის მიმართულებებს ვაჭრობასთან დაკავშირებულ პოლიტიკაში შემდგომი რეფორმებისთვის (მაგალითად, ჰიგიენის სტანდარტები სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის და მრეწველობის პროდუქტების სტანდარტების დაახლოება ევროკავშირის ნორმებთან). ეს გაზრდის ქართული პროდუქციის წვდომას ევროპულ ბაზრებზე და აგრეთვე გაზრდის მომხმარებელთა უსაფრთხოობის დონეს საქართველოში. ეს შეთანხმება ასევე გაზრდის პირდაპირი ევროპული ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში პოლიტიკის შემუშავების მისი ღია, სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს გამო“.
საქართველომ განაცხადა, რომ ის „დარწმუნებულია“ იმაში, რომ განახორციელებს ევროკავშირთან ხელშეკრულების პარაფირებას ნოემბერში. ეს მოვლენა, რომელიც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოკლე ვადაში უნდა მოხდეს, იქნება ქვეყანაში დიდი ცვლილებების პერიოდი.
http://eastbook.eu/en/2013/07/material-en/information-material-en/a-new-dawn-in-georgia/