შსს-მ მარიამ კოჩილაძის მკვლელობის საქმე გახსნა

შსს-მ მარიამ კოჩილაძის მკვლელობის საქმე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიამ კოჩილაძის მკვლელობის საქმე გახსნა.

შსს-ს ინფორმაციით, 22 ივლისს ბათუმში მომხდარი, 16 წლის მარიამ კოჩილაძის მკვლელობის გამოძიების მსვლელობისას დადგენილია სავარაუდო მკვლელის ვინაობა.

გამოძიებისთვის ცნობილა, რომ აღნიშნული პირი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ რუინთანია, რომელიც საქართველოში სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 23 ივნისს შემოვიდა და 22 ივლისი 19.22 საათზე საქართველოს ტერიტორია ასევე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა.

აღნიშნული პირის დასაკავებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებებს თურქ კოლეგებთან უკვე აწარმოებს.