საქართველო ევროკავშირსა და ნატოში?

საქართველო ევროკავშირსა და ნატოში?

პოლონურმა ტელეარხმა tvn24 საიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლონეთში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება.

„საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროკავშირსა და ნატოში ინტერგრაციისთვის“, - განაცხადა ვარშავაში ყოფნისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილმა. პრემიერ მინისტრმა, დონალდ ტუსკმა კი პოლონეთის მხრიდან მხარდაჭერა გამოუცხადა, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტში.

საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ზავის „უხეშ დარღვევაში“

„თუკი საუბარია საქართველოს განვითარებასა და მის მოძრაობაზე ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართულებით - ეს ჩვენი ხელისუფლების მკაფიო და ცხადი პოზიციაა და ასევე საქართველოს მოსახლეობის სურვილიც. გარანტიას ვიძლევი, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პროგრესი ამ კონკრეტულ შეთხვევაში შესამჩნევი გახდეს. ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილმა ვარშავაში, პრემიერ - მინისტრთან დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს სურვილია გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი - და ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველო „ძალიან მადლიერია“, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც პოლონეთია, მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას. „ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი პოლონელი პარტნიორების პოზიციას, რომელიც გამოიხატება ჩვენს მხარდაჭერაში ევროკავშირსა და ნატოში ინტერგრაციის გზაზე, ამასთანავე გამოვხატავთ მადლიერებას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვგრძნობთ ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციისა და სეპარატისტული რეჟიმების არცნობის საკითხებში. ამას ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

„ძალიან ნაყოფიერი“ საუბარი

ივანიშვილი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანებულს ხედავს. პრემიერ მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი მოწონებით აკვირდება და მხარს უჭერს ქართველების ინიციატივას, მიმართულს - დასავლეთის გაერთიანებებთან დასაახლოვებლად, ასევე - ნატოსთან და ევროკავშირთან. მან დაამატა, რომ მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა როგორც საქართველოში ასევე პოლონეთში, ორ ქვეყანას შორის მეგობრობა გახდა „სოლიდური წინაპირობა ორივე ქვეყნის პოლიტიკაში - და ეს გაგრძელდება მომავალშიც“ - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა. ტუსკის აზრით, საქართველოს ძალისხმევა ბოლო წლებში მიმართულია რეფორმირებისაკენ.

„პოლიტიკური ცვლილებები, მთავრობის შეცვლა საქართველოში დემოკრატიული გზით მიმდინარეობს, რაც საერთოდ არ არის დამახასიათებელი მსოფლიოს ამ ნაწილისთვის,“ - შენიშნა მან

- „ამიტომაც ჩვენ ასეთი მოწონებით ვაკვირდებით ქართველი პოლიტიკოსების მონდომებას, მაშინაც კი როცა საქართველოს საშინაო პოლიტიკის გარკვეული ასპექტები იწვევს ეჭვს ან კითხვებს

- ვინაიდან ასეთი კითხვები იბადება პოლონეთშიც და ევროპაშიც“, - აღნიშნა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.

ივანიშვილთან პარასკევ დღეს საუბარს ტუსკმა „ძალიან ნაყოფიერი“ უწოდა. მან დაწვრილებით განმარტა ის გარემოებები, რომლებშიც ბატონ პრემიერის მთავრობას უხდება მუშაობა, და აგრეთვე ურთიერდამოკიდებულება მთავრობასა (ქართულ) და ოპოზიციას შორის“, - შეაფასა საუბარი პრემიერ მინისტრმა.

ტუსკი ინვისტორებს იწვევს. მოხდება თუ არა ფინანსური შერწყმა?

ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ ივანიშვილთან შეხვედრამ გაამყარა საქართველოსათვის მხარდაჭერის აღმოჩენის აუცილებლობა, განსაკუთრებით ვილნიუსში აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის კონტექსტში. „საქართველო ერთ-ერთია სამი ქვეყნიდან - გარდა სომხეთისა და მოლდოვასი - რომლებმაც ვილნიუსში აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის დროს უნდა ხელი მოაწერონ ევროკავშირთან ასოციაციურ ხელშეკრულებას.
ყველას იმის იმედი გვაქვს, რომ საქართველო ამდენი წლის ძალისხმევის შემდეგ გადალახავს ევროპასთან დასაახლოვებლად მორიგ ეტაპს“ - განაცხადა ტუსკმა. აგრეთვე დაამატა, რომ

მოხარულია, რომ ივანიშვილმა განაცხადა თავისი მზადყოფნის შესახებ პირადად უზრუნველყოს პოლიტიკაში პატიოსანი თამაშის პრინციპების დაცვასა და ოპოზიციის უფლებების დაცვასაც.
ტუსკმა თქვა, რომ იმ ინფორმაციიდან, რაც მას ივანიშვილმა გადასცა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით, და უფრო ფართე გაგებით, მთელს რეგიონში საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, გამომდინარეობს, რომ საქართველოს სურს, „შეინარჩუნოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა, იაროს საკუთარი გზით ნატო-სა და ევროკავშირისაკენ, და ამავე დროს, შეინარჩუნოს ურთიერთმომგებიანი და კარგი ურთიერთობა ყველა მეზობელთან, მათ შორის რუსეთთან“.

ივანიშვილი წარადგენს პრეზიდენტობის კანდიდატს,

მმართველი კოალიცია…

„ჩვენ ვიწონებთ ჩვენი ქართველი მეგობრების ასეთ გადამწყვეტ და ,ამავე დროს, საპასუხისმგებლო პოზიციას“, - აღნიშნა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.

პრეს-კონფერენციაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ ნატო-თან თანამშრომლობისაკენ სწრაფვის მიუხედავად,საქართველო ცდილობს გააუმჯობესოს სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის. „ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი ამოცანა და ჩვენი პასუხისმგებლობა, ესაა რუსეთთან საერთო მაჩვენებლის ძიება, რათა ავაღორძინოთ სავაჭრო ურთიერთობების ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც შესამჩნევად იყო გაფუჭებული“, - დასძინა საქართველოს პრემიერმა.

იმავდროულად მან გამოხატა ღელვა საქართველო-რუსეთის საზღვარზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც „ადმინისტრაციული საზღვრები ლიკვიდირებულ იქნა რუსი სამხედროების მიერ“, ხოლო „ქართველებთან მიმართებაში ხორციელდება ზეწოლა და აქვს ადგილი ადამიანის უფლებათა დარღვევის მრავალრიცხოვან ფაქტს“. მან აღნიშნა, რომ იმედი აქვს წარმოქმნილი სიტუაციის გამოსწორებისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ეკონომიკის სფეროში დაწყებული ყველა ძალისხმევა ამაო აღმოჩნდება“, - გააფრთხილა ივანიშვილმა.

პოლონურ-ქართული მეგობრობა

სააკაშვილი უნდა გასამართლდეს რუსეთთან ომის გამო?

ტუსკმა ძალიან კარგი უწოდა ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოსა და პოლონეთს შორის. „ბუნებრივია, ჩვენ გვსურს გავზარდო სავაჭრო გაცვლა, ეს ცხადია, მაგრამ ამ მიმართებაში არც ისე ბევრია გასაკეთებელი, რადგანაც ორივე ქვეყნის მთავრობების მხრიდან იმდენად ცხადია ურთიერთკეთილგანწყობა და სიხლეების მხურვალე მხარდაჭერა, რომ არაა აუცილებლობა რაღაც განსაკუთრებული ზრუნვა ამაზე“, - თქვა პრემიერმა.

როგორც ტუსკმა აღნიშნა - იავანიშვილი მეგობრობაში დაარწმუნა. „მე ვუთხარი ბატონ პრემიერს ივანიშვილს, რომ ქართველებს ყოველთვის მეგობრებივით შევხვდებით და მათ ყოველთვის შეუძლიათ ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილია ვიზიტით „საქართველოსათვის ასე მეგობრულად განწყობილ ქვეყანაში”.

„ჩვენი ქვეყნები ისტორიულად ურთიერთდაკავშირებულია და ეს ძალიან კარგი საფუძველია თანამშრომლობისათვის“, - აღნიშნა მან.

„ჩვენ ყოველთვის გვიხარია თქვენი ნახვა, თვენ ჩვენი მეგობარი ხართ“ - მიმართა ტუსკმა იავინიშვილს.

პოლონეთის მთავრობის მეთაურმა მიიღო მიპატიჟება ვიზიტზე ეწვიოს საქართველოს.

ივანიშვილის ქართული ოცნება

ივანიშვილი პირველად ეწვია პოლონეთს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის მომენტიდან. 2012 წელს „კოალიცია ქართული ოცნების“ მოგებამ დაასრულა საქართველოს პოლიტიკურ არენაზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 10-წლიანი ბატონობა.

პირველად 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომლითაც სააკაშვილმა ქვეყანა დასავლეთის მიმართულებით მიატრიალა, პრემიერი და პრეზიდენტი ეკუთვნიან ორ განხხვავებულ პოლიტიკურ ბანაკს. მოცემულ მომენტში მათ შორის ღრმა კონფლიქტია.

ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანას გადაუარა სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლების დაჭერების ტალღამ. აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები, - სხვათა შორის, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის, პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე დაახლოვებული თანამებრძოლის მიმართ. ის მაისის ბოლოს დააკავეს კორუფციის ბრალდებით. ეს იყო წინა მმართველი გუნდის მაღალი რანგის წარმომადგენლის მორიგი დაპატიმრება.

მის დაპატიმრებასა და ბრალდებაზე ევ-მაც მოახდინა რეაგირება. საერთო განცხადებაში ეკ-ის დიპლომატიის ხელმძღვანელმა კეთრინ აშტონმა და ეკ-ის კომისარმა გაფართოების საკითხებში სტეფან ფულემ აღნიშნეს, რომ გამოძიება ყოფილი პრემიერის მიმართ უნდა იყოს „პატიოსანი, გამჭვირვალე, დამოუკიდებელი და სავსებით შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს“.

http://www.tvn24.pl/wiadomosci-z-kraju,3/gruzja-w-ue-i-nato-iwaniszwili-stanie-sie-to-predzej-niz-pozniej,340860.html