შს მინისტრის კომენტარი ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე

შს მინისტრის კომენტარი ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე

მე მინდა გამოვეხმაურო ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს. იცით, რომ იქ დღეს გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერი. ძალიან არასასიამოვნო ფაქტებს ჰქონდა ადგილი. იცით, რომ პოლიცია იცავდა და იცავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს იმისათვის, რომ არ დავუშვათ რაიმე ექსცესებ ი და ვუზრუნველყოთ ამ ადამიანების უსაფრთხოება, მე ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობის“ უსაფრთხოებას. სამწუხაროდ რამდენიმე ადამიანის მხრიდან დაფიქსირდა ძალადობა კონკრეტული ადამიანების მისამართით, მე ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ადამიანები იქნებიან დადგენილი და დასჯილი სამაგალითოდ. ჩვენ ვთქვით და ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები იქნებოდა და იქნება სამაგალითო ნამდვილად. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ. შესაბამისად ჩვენ არ დავუშვებთ და ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას. და ყველა ის პიროვნება იქნება სამაგალითოდ და ძალიან მკაცრად დასჯილი კანონის შესაბამისად.