შს მინისტრის კომენტარი

შს მინისტრის კომენტარი "ჯიხადის" ვიდეოს გამოძიებაზე

გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც ადრე განვაცხადე, გამოძიებაში ჩვენ აქტიურად გვეხმარება ამერიკული მხარე. ასე რომ მე არ ვთვლი, რომ ეს არის გაჭიანურებული. პირიქით, ძალიან წარმატებით მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე მე შეგნებულად არ ვახმაურებ გამოძიების დეტალებს, ვინაიდან დასრულებამდე ჩვენ არ გვსურს ისეთი დეტალები გავახმაუროთ, რაც ნეგატიურ გავლენას იქონიებს გამოძიების შედეგებზე. შესაბამისად ჩვენ უნდა დაველოდოთ ყველანი ერთად. არ არის საჭირო ასეთ სენსიტიურ საქმეში, ასეთი სენსიტიური გამოძიების დროს სიჩქარე.

რაც შეეხება ზოგადად ჩვენს გამოძიებაში სხვა სტრუქტურების ჩართულობას, მე საერთოდ ვერ ვხედავ ამის აუცილებლობას. ერთი მინდა ვთქვა, რომ ჩემი სამინისტროს საქმიანობაში, მუშაობაში მე არავის მივცემ უფლებას რომ ჩაერიოს. მე არავის საქმიანობაში არ ვერევი და ნურც ნურავინ ჩაერევა. ეს ძალიან მარტივია. და ნურც ნურავინ შეეცდება რომ გამოძიებაზე რაიმე ზეწოლა განახორციელოს. ეს არის ძალიან პრინციპური საკითხი და ძალიან სენსიტიური. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ საქმეში არის ჩართული ამერიკული მხარე, ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას რომ მოთმინება იქონიონ.