აჭარის რეგიონის საპატრულო პოლიციას ახალი ავტომანქანები გადაეცა

აჭარის რეგიონის საპატრულო პოლიციას ახალი ავტომანქანები გადაეცა

20 ივლისს, პოლიციის რებრენდინგის ფარგლებში, აჭარისა და ბათუმის საპატრულო პოლიციას ახალ ავტომანქანები და კატარღა გადაეცა.

თბილისის შემდეგ აჭარა პირველი რეგიონია, სადაც საპატრულო პოლიციის რებრენდინგი განხორციელდა და ეს პროცესი ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

აღნიშნულ ღონისძებას ბათუმში შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ. აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს სიახლეები პირადად მინისტრმა გააცნო.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა აჭარის რეგიონში პატრულის ეფექტური მუშაობისთვის ავტოპარკი განაახლა და „შკოდა“-ს მარკის 21 ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტომოანქანა დაამატა. ბათუმის ქუჩების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხოლოდ ბათუმის საპატრულო პოლიციას გადაეცა 7 ახალი „მინი კუპერი“-ს მარკის საპატრულო ავტომანქანა. ავტოპარკი განახლდა ელექტოროტრანსპორტითაც და მას 4 ცალი ე.წ. „სეგვეი“დაემატა. აჭარის საპატრულო პოლიციამ საზღვაო პატრულირებისთვის 1 კატარღა მიიღო.

ზაფხულის საკურორტო სეზონის დადგომასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მომზადდა და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცდა ქვეყნის საკურორტო ადგილებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა გეგმა, რომლის განხორციელებაშიც აქტიურად არიან ჩართულები შესაბამისი რეგიონების საპატრულო პოლიციის დამატებითი ძალები და საშუალებები.

პატრულ-ინსპექტორებს გადაეცათ ყველა საჭირო ატრიბუტიკით, მათ შორის, ახალი სამხრე კამერებით აღჭურვილი საპატრულო პოლიციის ფორმის ახალი ტანსაცმელი.

ამას გარდა, 10 აგვისტოდან პატრულის თანამშრომლები ბათუმის ბულვარში პატრულირებას ელექტრომობილებით განახორციელებენ.