კინოჩვენება ქართველი სამხედროებისთვის (ვიდეო)

კინოჩვენება ქართველი სამხედროებისთვის (ვიდეო)

დღეს, ვაზიანში, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ქართული დოკუმენტური ფილმის „თავისუფლების ჯვაროსანი“ ჩვენება გაიმართა. დოკუმენტური ფილმი ცნობილი სამხედრო მოღვაწის, წარმოშობით ქართველი, საფრანგეთის ეროვნული გმირის დიმიტრი ამილახვარის ცხოვრებას ასახავს. ფილმმა ჯარისკაცების დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან ის ნათლად ასახავს ქართველი ჯარისკაცის მებრძოლ სულსა და გამბედაობას.

კინოჩვენება თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ კინოცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, შეიარაღებული ძალების მეგობართა საზოგადოების მხარდაჭერით განხორციელდა. ფილმი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდიამ გადაიღო და მასში ცნობილი სამხედრო მოღვაწეთა ინტერვიუებია გამოყენებული.