სამხედრო ორკესტრი არტ-გენის ფესტივალზე

სამხედრო ორკესტრი არტ-გენის ფესტივალზე

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში კონცერტი გამართა. საღამო ,,არტ-გენის” ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა. 

სამხედრო ორკესტრს დირიჟორობა უფროსმა ლეიტენანტმა კობა მერმანიშვილმა გაუწია. საღამოზე კომპოზიციები მსოფლიოს ცნობილი კინოფილმებიდან შესრულდა.

სამხედრო ორკესტრის კონცერტში მონაწილეობა საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორამაც მიიღო. ბრაზილიელმა დიპლომატმა სამხედრო ბენდის აკომპანიმენტით რამოდენიმე კომპოზიცია იმღერა.