კახა კალაძე: საქართველოს აქვს ძალიან დიდი რესურსები სუფთა ენერგიის სახით და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და გავაკეთებთ, იმისთვის რომ ეს რესურსები რაციონალურად იყოს გამოყენებული

კახა კალაძე: საქართველოს აქვს ძალიან დიდი რესურსები სუფთა ენერგიის სახით და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და გავაკეთებთ, იმისთვის რომ ეს რესურსები რაციონალურად იყოს გამოყენებული

კახა კალაძე „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების“ ხელმოწერას გამოეხმაურა. ამ თემაზე თბილისის მერი ჟურნალისტებს ესაუბრა.

„ჩვენი ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით, გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობის თვალსაზრისით, არის უმნიშვნელოვანესი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი რესურსები სუფთა ენერგიის სახით და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და გავაკეთებთ, იმისთვის რომ ეს რესურსები სწორად და რაციონალურად იყოს გამოყენებული, ისევ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა კალაძემ.

ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის, ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.

Aburjga Tasmanieli მტარვალებმა კოლექტიური დასავლეთიდან (აშშ? დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი) სხვანაირად ვერაფერი მოგვიხერხეს, ვერ დაგვაწყებინეს რუსეთის წინააღმდეგ ომი. ახლა ამ ე.წ. დერეფნის გაჭრა რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი ეკონომიური დივერსია რომ არის ნუთუ ამას დიდი მიხვედრა და პოლიტიკოსობა უნდა?!  ეს პროექტი ხომ რუსეთს აიძულებს მოახდინოს მთელი საქართველოს ოკუპაცია?!  სხვა გამოსავალს აღარ უტოვებენ! 
2 წლის უკან