ოლივერ ვარჰეი: ვერთიანდებით საერთო ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მოსატანად ყველასთვის, ევროპა ასრულებს თავის დანაპირებს!

ოლივერ ვარჰეი: ვერთიანდებით საერთო ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მოსატანად ყველასთვის, ევროპა ასრულებს თავის დანაპირებს!

მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ  შეთანხმების ხელმოწერას ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

ოლივერ ვარჰეი აღნიშნავს, რომ ევროპა თავის დანაპირებს ასრულებს.

„ყოველთვის მახარებს, როცა ჩვენი გეგმების ხორცშესხმას ვხედავ! ევროპის €17 მილიარდიანი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა დღეს ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს შავი ზღვის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტის განხორციელების შესახებ. ვერთიანდებით საერთო ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მოსატანად ყველასთვის.  ევროპა ასრულებს თავის დანაპირებს!"- აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი.

Aburjga Tasmanieli მტარვალებმა კოლექტიური დასავლეთიდან (აშშ? დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი) სხვანაირად ვერაფერი მოგვიხერხეს, ვერ დაგვაწყებინეს რუსეთის წინააღმდეგ ომი. ახლა ამ ე.წ. დერეფნის გაჭრა რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი ეკონომიური დივერსია რომ არის ნუთუ ამას დიდი მიხვედრა და პოლიტიკოსობა უნდა?!  ეს პროექტი ხომ რუსეთს აიძულებს მოახდინოს მთელი საქართველოს ოკუპაცია?!  სხვა გამოსავალს აღარ უტოვებენ! 
2 წლის უკან