საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, დღეს პარლამენტში ხელისუფლების ოპონენტებმა „უბინძურესი პერფორმანსი" დადგეს.
მისი თქმით, ოპოზიციას არ აინტერესებს არც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და არც ის, რეალურად რა ხდება მის ირგვლივ.
„მინდა შევაფასო ჩვენი ოპონენტების უბინძურესი პერფორმანსი. ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტული კითხვები დაესვათ თქვენთვის, კიდევ ერთხელ თავის თავს ლუსტრაცია გაუკეთეს. ბუნებრივია, მათ არ აინტერესებთ არც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, არც რეალურად რა ხდება მის ირგვლივ. ერთადერთი, რითაც ახლა ერთმანეთში ქიშპობენ და კეკლუცობენ, არის შიდა საარჩევნო კამპანია, რომ თავიანთ მხარდამჭერებს დაუმტკიცონ ვინ უფრო ძლიერად დაიცავს მიშას. ეს იყო ამის ამბავი, თორემ დამსხდარიყვნენ, დაესვათ კითხვები, მგონი, ეს უფრო იქნებოდა მწვავე, კრიტიკული პოლიტიკური პროცესი“, - განაცხადა ამილახვარმა.