შეიძლება ერთმანეთს პირადად რაღაც ზედმეტი ვუთხრათ, ვაკადროთ, ეს პოლიტიკაში „მოსულა“, მაგრამ ოჯახისა და ბავშვების სახელის ხსენება ამაზრზენია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ეს არის ის წითელი ხაზი, რაც არავინ არ უნდა გადავლახოთ. ეს მიუღებელია, ეს სამარცხვინოა და იმედი მაქვს, რომ ამას გაითვალისწინებენ, მათ შორის, იმ რადიკალურ ოპოზიციაშიც“, - განაცხადა ზარქუამ.
დეპუტატი გამოეხმაურა ანი წითლიძის მიერ პარლამენტის დარბაზის დატოვებისას რატი ბრეგაძის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, რომ რატი ბრეგაძის ქმედებებზე მისი შვილები აგებენ პასუხს.