ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: „ნაცმოძრაობა“ 400 დღეა ამტკიცებს, რომ ეს კაცი ყოველდღე კვდება

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: „ნაცმოძრაობა“ 400 დღეა ამტკიცებს, რომ ეს კაცი ყოველდღე კვდება

მილიონი განცხადება გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ, მაგრამ მაინც გრძელდებოდა ფეიკკამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ 400 დღეა კვდება ეს კაცი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეს იყო ადამიანი, რომელმაც რუსეთის მესამე პრეზიდენტს ჩააბარა ტერიტორიების 20%, რომელმაც რამდენიმე ასეული ადამიანი შეიწირა ციხეებში და ბევრად მეტი ციხეებს გარეთ, რომელიც ატერორებდა ბიზნესებს. ეს არის რეალობა, დანარჩენი არის უწყებების საქმე, სამართლებრივი პრინციპების, ადამიანის უფლებების საქმე, რაც საქართველოში 2012 წლიდან სათანადოდ არის დაცული. მილიონი განცხადება გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ, მაგრამ მაინც გრძელდებოდა ფეიკკამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ 400 დღეა კვდება ეს კაცი. ნაცმოძრაობა 400 დღეა ამტკიცებს, რომ ეს კაცი ყოველდღე კვდება. პირველ ოქტომბერს შევიდა ციხეში თავის ფეხით და 1-ელ ოქტომბერს დაიწყო შიმშილობა. მაშინ ნაცმოძრაობა, მტავარი არხის ხელმძღვანელობა პირდაპირ მოუწოდებდა მას თვიდაზიანებისკენ. ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა მათ ქმედებებზე“, - განაცხადა კობახიძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კადრები გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ვიდეოკადრები სხვადასხვა პერიოდში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ასახავს.