მიხეილ სააკაშვილის კადრები სპეკულაციების დასრულებისა და საზოგადოების სწორად ინფორმირებისთვის გამოქვეყნდა. ასეთია ოფიციალური განმარტება. კადრები კი კლინიკა ვივამედში სხვადასხვა პერიოდში, მსჯავრდებულის მდგომარეობას ასახავს.
იუსტიციის მინისტრმა თქვა რომ სააკაშვილის მხრიდან სიმულაციისა და თვითდაზიანების ბევრი მცდელობა იყო, გარკვეული ძალები კი დეზინფორმაციით, მიზანმიმართულად ცდილობენ ქვეყნის იმიჯის შელახვას. განცხადება გაავრცელა მიხეილ სააკაშვილმა. მსჯავრდებულმა კადრების გავრცელებას უმსგავსობა უწოდა. ვერ გამტეხავთ- ასეთია მისი გზავნილი და აქცენტს ექიმებზე აკეთებს. წერს რომ ყველაზე მეტად მედპერსონალი ეცოდება და მათზე ხელის შეწმენდას ნურავინ ეცდება.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კადრები გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ვიდეოკადრები სხვადასხვა პერიოდში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ასახავს.