ბატონი სვენ მიქსერი მთელი თვეები ამუშავეს და ბოლოს ანგარიშს მხარი არ დაუჭირა. გაოგნებული იყო იმ ცვლილებებით, რაც სააკაშვილის პარტიის ლობისტებმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეიტანეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„იკითხებოდა ფასიანი ლობისტების ზემოქმედება და მცდელობა კიდევ ემსახურონ მწვალებელთა პარტიას. ნიშანდობლივი იყო, რაც ბრძანა ბატონმა მიქსერმა, ვინც იყო ანგარიშის ავტორი, რომელიც მთელი თვეები ამუშავეს და ბოლოს ანგარიშს მხარი არ დაუჭირა. რატომ? იმიტომ, რომ გაოგნებული იყო იმ ცვლილებებით, რაც სააკაშვილის პარტიის ლობისტებმა იქ შეიტანეს“, - განაცხადა ზარქუამ.
ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა, რომელიც საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული ყოველწლიური ანგარიშის ავტორია, ამავე ანგარიშში სანქციების შესახებ შეტანილი შესწორებების წინააღმდეგ მისცა ხმა.