რუსეთის ხელისუფლებამ რუსეთში დაკავებული ამერიკელი ყოფილი ქვეითის, პოლ უილანის სანაცვლოდ აშშ-ისგან ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, ვადიმ კრასიკოვის გადაცემა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
CNN-ი აღნიშნავს, რომ რუსული მხარის მოთხოვნა პრობლემატურია, ვინაიდან ვადიმ კრასიკოვი სასჯელს გერმანიაში იხდის.
2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვადიმ კრასიკოვს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
2020 წელს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ყოფილ ქვეითს, პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამერიკელი პოლ უილანი მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 2020 წლის 3 იანვარს დააკავეს.
8 დეკემბერს, რუსეთი და აშშ კალათბურთელ ბრიტნი გრინერის იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტზე გაცვლაზე შეთანხმდნენ.