ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მამაკაცს, რომელმაც ანალენა ბერბოკს “მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი” უწოდა, გერმანიის სასამართლომ 9600 ევროს გადახდა დააკისრა.
იგი ინტერესდება "ნაცების" ტელეეთერებში მოსაუბრე "დაჩაგრული" ადამიანების რეაქციით, თვლიან თუ არა, რომ გერმანიაც "გაჩელიაბინსკდა".
"უსაშველო "ნაცების" ტელეეთერებში მოუბარ "დაჩაგრულ-დევნილ" ჩლუნგთა რეაქცია მაინტერესებს - გერმანიაც "გაჩელიაბინსკდა"? სრულიად სამართლიანია, რომ რადიკალთა ნებისმიერ სპიკერს უწოდო პრეტენზიული უმეცარი.
ანალენა ბერბოკმა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, კობურგის პროკურატურაში სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა 58 წლის მამაკაცის წინააღმდეგ. საჩივრის თანახმად, ზემო ფრანკონიის წარმომადგენელმა სოციალურ მედია პლატფორმაზე „X“, “მწვანეების” წარმომადგენელ ბერბოკს „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა", - წერს გია აბაშიძე.