შინაგან საქმეთა მინისტრი კონფერენციის „ევროპული გზა“ ფარგლებში გამართულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი კონფერენციის „ევროპული გზა“ ფარგლებში გამართულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

ბათუმში, კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა: ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები-ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისკენ" ფარგლებში, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით სხდომა გაიმართა.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მინისტრმა ისაუბრა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე და ამ მიმართულებით საქართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე, კერძოდ საკანონმდებლო ჰარმონიზაციასა და შსს-ს სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე.