ერთადერთი გამონაკლისი პარტიები ვართ, ვისი მხარდაჭერა არა თუ არ დაეცა, არამედ გაიზარდა ,- ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ჩვენ სამი პარტია გამოვედით ერთიანობის მიზეზით და ამ კვლევაში შეგიძლიათ ნახოთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა ჯამურად არის 7, მეორე არჩევანი კი 8%. ერთადერთი გამონაკლისი პარტიები ვართ, ვისი მხარდაჭერა არა თუ არ დაეცა, არამედ გაიზარდა, მაგრამ, ჩვენთვის 5%-იანი ბარიერის გადალახვა რომ არ არის ამოცანა, ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 25 პროცენტი აცხადებს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 12 პროცენტი კი მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა.