ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეერთებული შტატების მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს გმობს და აცხადებს, რომ თავდასხმას „მარადიული შედეგები“ ექნება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აბას არაღჩი შეერთებულ შტატებს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ირანი ყველა ვარიანტს იტოვებს თავისი სუვერენიტეტის, ინტერესებისა და ხალხის დასაცავად.
„ამ დილით მომხდარი მოვლენები აღმაშფოთებელია და მათ გრძელვადიანი შედეგები ექნება. გაეროს თითოეული წევრი შეშფოთებული უნდა იყოს ამ უკიდურესად საშიში, უკანონო და კრიმინალური ქმედებით.
გაეროს წესდების და მისი დებულებები შესაბამისად, რომლებიც თავდაცვის ლეგიტიმური პასუხის უფლებას იძლევა, ირანი იტოვებს ყველა ვარიანტს თავისი სუვერენიტეტის, ინტერესებისა და ხალხის დასაცავად“, - წერს არაღჩი.