ირანის ატომური ენერგიის სააგენტოში აცხადებენ, რომ ქვეყნის ბირთვული ინდუსტრიის განვითარება არ გაჩერდება

ირანის ატომური ენერგიის სააგენტოში აცხადებენ, რომ ქვეყნის ბირთვული ინდუსტრიის განვითარება არ გაჩერდება

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო გმობს შეერთებული შტატების დარტყმებს ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე და აცხადებს, რომ მისი ბირთვული ინდუსტრია არ გაჩერდება.

სააგენტო ადასტურებს, რომ გამთენიისას მის ძირითად სამ ბირთვულ ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა, რასაც საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად აფასებს და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მომხდარი დაგმოს.

სააგენტოს განცხადებით, ირანის ხელისუფლება არასდროს დაუშვებს, რომ ეროვნული ბირთვული ინდუსტრიის პროგრესი შეწყდეს.

აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA ) განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ, ადგილზე რადიაციის დონე არ გაზრდილა.