ნიკა მელია: არავისთვის არის გასაკვირი, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ცივილიზებული სამყაროს დამოკიდებულება თანხვედრაში მოდის

ნიკა მელია: არავისთვის არის გასაკვირი, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ცივილიზებული სამყაროს დამოკიდებულება თანხვედრაში მოდის

არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა დემოკრატიული პარტიების რიტორიკა, დამოკიდებულება, მიდგომა დანარჩენი ცივილიზებული სამყაროს დამოკიდებულებასთან და მიდგომასთან მოდის თანხვედრაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

„არ ვიცნობ არცერთ საერთაშორისო პარტნიორს, არცერთ იმ ადამიანს, რომელსაც შეხება ჰქონია საქართველოსთან, სამხრეთ კავკასიის რეგიონთან და არის გაცნობიერებული მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რომ არ ჰქონდეს სწორი და ადეკვატური პოზიცია და არ ითხოვდეს ნიკა გვარამიას გათავისუფლებას და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. მე უბრალოდ არ ვიცნობ ჩვენი სახელმწიფოს ასეთ საერთაშორისო პარტნიორს“, - განაცხადა ნიკა გავრამიამ.

საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშს ბრიუსელში, საგარეო კომიტეტი დღეს განიხილავს.

ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც სვენ მიქსერის ავტორობით მომზადდა, "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების მიერ გუშინ გარკვეული შესწორებები გაჩნდა.