ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის გააკეთებს “დიდ განცხადებას” მომავალ კვირას.
“მე ვაპირებ ძალიან დიდ განცხადების გაკეთებას სამშაბათს, 15 ნოემბერს, მარ-ა-ლაგოში” – თქვა ტრამპმა მხარდამჭერების წინშე ოჰაიოში, ორშაბათს ღამით, სადაც ის ატარებდა შუალედური არჩევნების ბოლო მიტინგს.
დღეს ამერიკელები ხმას აძლევენ არჩევნებში, რომლის შედეგებმაც შეიძლება გამოიწვიოს რესპუბლიკელების მიერ კონგრესის ერთი ან ორივე პალატის კონტროლი.
ტრამპის წინადადება, რომ ის თეთრ სახლში მეორედ იყრის კენჭს, გაჟღერდა მას შემდეგ, რაც მან გააკრიტიკა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და თქვა, რომ შეერთებული შტატები მისი ხელმძღვანელობით „დაკნინებული ერია“.
“ჩვენ ვართ ერი, რომელსაც აღარ სცემენ პატივს და აღარსად უსმენენ მთელ მსოფლიოში” – თქვა მან.