ნიკა მელია: არჩევნებამდე კვლევებში „ნაციონალურ მოძრაობას“ 14% ჰქონდა მაჩვენებელი და კარგად მოგეხსენებათ რეალურად რა პროცენტი დააფიქსირა

ნიკა მელია: არჩევნებამდე კვლევებში „ნაციონალურ მოძრაობას“ 14% ჰქონდა მაჩვენებელი და კარგად მოგეხსენებათ რეალურად რა პროცენტი დააფიქსირა

არჩევნებამდე კვლევებში „ნაციონალურ მოძრაობას“ 14% ჰქონდა მაჩვენებელი და კარგად მოგეხსენებათ რეალურად რა პროცენტი დააფიქსირა,- ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

„კვლევები, მოგეხსენებათ, რომ არ არის წინასაარჩევნო. შარშან თუნდაც, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა 14% მაჩვენებელი და კარგად მოგეხსენებათ რეალურად რა პროცენტული მაჩვენებელი დააფიქსირა“,- აღნიშნა მელიამ.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 25 პროცენტი აცხადებს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 12 პროცენტი კი მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა.