ირაკლი კობახიძე: დევიდ ლის განცხადებით შოკირებული არ ვარ, ბევრად უარესი რაღაცები გაუკეთებიათ კუბილიუსსა და ჰარცელს

ირაკლი კობახიძე: დევიდ ლის განცხადებით შოკირებული არ ვარ, ბევრად უარესი რაღაცები გაუკეთებიათ კუბილიუსსა და ჰარცელს

დევიდ ლის განცხადებით შოკირებული არ ვარ, ბევრად უარესი რაღაცები გაუკეთებიათ კუბილიუსსა და ჰარცელს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„დევიდ ლის განცხადება სკანდალურია, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამ განცხადებით ვარ შოკირებული, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ბევრად უარესი რაღაცებიც გაუკეთებიათ, როგორც ერთს, ასევე მეორეს, ვგულისხმობ კუბილიუსსა და ჰარცელს. შესაბამისად, ჩემთვის საერთოდ არ არის გასაკვირი ის დამოკიდებულება, რაც ამ ორ ადამიანს აქვს, მათ შორის ბიზნესის დამოუკიდებლობის მიმართ. ბიზნესზე ზეწოლა, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ ხელწერა და მათი მეგობრები ამ ხელწერით გამოირჩევიან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ლი კარლ ჰარცელსა და ანდრიუს კუბილიუსს ზეწოლაში ადანაშაულებს.