ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ სახალხო დამცველის არჩევას. ეს არ იქნება მარტივი გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე პარტიას აქვს აშკარად თვითმიზანი, არ აგვარჩევინონ სახალხო დამცველი

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ სახალხო დამცველის არჩევას. ეს არ იქნება მარტივი გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე პარტიას აქვს აშკარად თვითმიზანი, არ აგვარჩევინონ სახალხო დამცველი

წინ არ გავუსწრებთ მოვლენებს, მიუხედავად იმისა, რომ, ნათელი სურათი აჩვენა გასაუბრებებმა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურანლისტებს ომბუდსმენობის კანდიდატებზე დასმული კითხვის საპაუხოდ განუცხადა.

„გვირჩევნია ჩვენს პრეფერენციებზე არ ვისაუბროთ და დავიტოვოთ დრო იმისთვის, რომ გაიმართოს კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან. სახალხო დამცველის არჩევას სჭირდება კონსენსუსი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის და სწორედ ასეთი კონსულტაციების საფუძველზე, იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ სახალხო დამცველის არჩევას. ეს არ იქნება მარტივი გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე პარტიას აქვს აშკარად თვითმიზანი, არ აგვარჩევინონ სახალხო დამცველი. ასეთ შემთხვევაში მათ სახალხო დამცველი ოფისში დარჩებათ ფავორიტები. დღეს ვიცით, რომ ნაცმოძრაობის ფავორიტებებისგან შედგება სახალხო დამცველის ოფისი არსებითად. შესაბამისად, მათ აქვთ ეს ინტერესი, რომ 12 პუნქტიდან ერთ-ერთი არ შეგვასრულებინონ. ეს ართულებს ვითარებას, მაგრამ ამის მიუხედავად, გვაქვს იმედი, რომ ჩვენ მაინც შევძლებთ სახლახო დამცველის არჩევას“, - განაცხადა კობახიძემ.