საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავს გამოკითხულთა 88 %.
თბილისის მერია კახა კალაძის მიმართ კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 51 %, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ – 44 %.
ანა დოლიძის მიმართ ნდობას გამოკითხულთა 40 პროცენტი აფიქსირებს. სალომე ზურაბიშვილის, დავით უსუფაშვილისა და ნინო ლომჯარიას მიმართ კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 38 %, 37-37 პროცენტს მოსწონს გიორგი გახარია და გიორგი ვაშაძე.
კვლევის თანახმად, 36 პროცენტია კეთილგანწყობილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ირაკლი კობახიძე გამოკითხულთა 34 პროცენტს მოსწონს. 33 პროცენტია კეთილგანწყობილი ელენე ხოშტარიას, მიხეილ სააკაშვილისა და შალვა ნათელაშვილის მიმართ. მოწონების რეიტინგში ნიკა მელიას 32 პროცენტი აქვს. 31 პროცენტი კი კეთილგანწყობას ხატია დეკანოიძის მიმართ გამოთქვამს. სიაში ასევე ფიგურირებენ ალეკო ელისაშვილი – 30 პროცენტი, მამუკა ხაზარაძე – 29 პროცენტი, შალვა პაპუაშვილი – 28 პროცენტი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 26 პროცენტი, ბადრი ჯაფარიძე – 23 პროცენტი, გიგა ბოკერია 17 პროცენტი, ხათუნა სამნიძე – 15 პროცენტი.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.