„ნაციონალურ მოძრაობას“ საერთაშორისო ლობისტებში ფული აქვთ გადახდილი, რომ რამენაირად ივანიშვილის გვარი ხშირად ისმოდეს და ივანიშვილს პერსონალურად რაღაც სანქცია დაუწესდეს - რატომ, რისთვის? , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„როგორ შეიძლება კეზერაშვილი პოლიტდევნილად გამოიყვანო?! ჩაიდინე დანაშაული, კეთილი ინებე და უნდა აგო პასუხი. მე ვისურვებდი, რომ ამისკენ იყოს მოწოდება, რომ კანონი იყოს უზენაესი ყველასთვის“, - განაცხადა ზარქუამ.
საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში შესწორებები გაჩნდა. დოკუმენტს, რომელიც ესტონელი პარლამენტარის, სვენ მიქსერის ავტორობით მომზადდა, საგარეო კომიტეტი 2 დღეში განიხილავს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე კი 21 ნოემბერს გავა. ეს შესწორებები ფაქტობრივად იმეორებს იმ რეზოლუციის პათოსს, რომელიც ევროპარლამენტმა ივნისში მიიღო და რომელსაც მმართველმა გუნდმა დაუსაბუთებელი, მძიმე და ყალბ ანგარიშებზე დაფუძნებული უწოდა.