მავანთათვის, ვინც იცნობს სამხრეთ კავკასიის რეგიონს, საქართველო ასოცირებულია საკვებსა და ღვინოსთან. ის ასევეა ცნობილი, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, რომელიც კასპიის ზღვის რეგიონის ნავთობსა და ბუნებრივ აირს აკავშირებს ევროპის ბაზრებთან. თუმცა, არც თუ ისე ბევრი განიხილავს საქართველოს, როგორც ნავთობისა და ბუნებრივი აირის წამყვან მწარმოებელს.
სამხრეთ კავკასიის მთების გაყოლებაზე გადაჭიმული საქართველოს უკიდურესად რთული გეოლოგიური ლანდშაფტი ხელს უშლის ქვეყნის ნავთობის ინდუსტრიის განვითარებას. ტრადიციული ვერტიკალური ჭაბურღილები და ერთ დროს გამოყენებული ტექნოლოგიები არ შეესაბამებოდა საქართველოს გეოლოგიას. „საბჭოთა კავშირის გრანდიოზულ გეგმაში საქართველო ძალიან პატარა ნაწილს წარმოადგენდა. თუმცა საქართველოში მოიპოვებოდა ნავთობი, 20-30 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ინტერესი ნავთობის მოპოვების მხრივ კონცენტრირებული იყო კასპიის ზღვის რეგიონში, რუსეთის ტერიტორიებსა და კავკასიის მთების მეორე მხარეს“, - აცხადებს ვინსენტ მაკდონელი, კომპანიის Blake Oil & Gas აღმასრულებელი დირექტორი.
მიუხედავად ამისა, მაკდონელი აღნიშნავს, რომ საქართველო განლაგებულია საკმაოდ ხელსაყრელ წერტილში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოსაპოვებლად. „სამხრეთ კასპიისა და თერგის კასპიის აუზებში თავმოყრილია კასპიის ზღვის რეგიონის პროდუქციის დიდი ოდენობა“.
100 მილიონი წლის წინ ცარცისებრი კარბონის დანალექი ქანების მიერ წარმოქმნილი ეს აუზები წარმოადგენს იმავე სისტემის ნაწილს, რომელსაც მიეკუთვნება რუსეთის კავკასიის მხარე, რომელსაც, თავის მხრივ, აქვს ნავთობის წარმოების წარმატებული ისტორია. თუმცა, რუსეთში არსებული საბადოებისაგან განსხვავებით, საქართველოს საბადოები უფრო ღრმადაა განლაგებული, რის გამოც ისინი მიუწვდომელი იყო უახლესი ტექნოლოგიების აღმოჩენამდე. მაკდონელი განმარტავს: „თერგი-კასპიის აუზი უფრო წყალმარჩხია რუსეთის მხარეს. შესაბამისად, ცარცისებრი დანალექი ქანების ადგილებში ნავთობის მოპოვება იქ ბევრად უფრო ნაყოფიერია. ჩვენი ტექნოლოგიები გვაძლევს უფრო ღრმა გათხრის საშუალებას საქართველოს მხარეს მდებარე საბადოების მოსაპოვებლად. აღმოვაჩინეთ კიდეც ნავთობი. კასპიის აუზის სამხრეთ მხარეს სრულიად ახალი სურათი იხატება. ეს ტერიტორია უფრო ღრმაა და, ალბათ, უფრო რთული, მაგრამ მართლაც შეიცავს ნავთობს“.
გერნზში რეგისტრირებული კომპანია Blake დაარსდა 2009 წელს აშშ-ის კვლევითი კორპორაციის CanArgo Energy რესტრუქტურიზაციის შედეგად. კომპანია CanArgo საქართველოში მუშაობს 1997 წლიდან. 2008 წელს ის გაკოტრდა ნავთობის ფასების გამო წარმოქმნილი ფინანსური სირთულეებისა და რუსეთთან 2008 წლის ხანმოკლე ომის შედეგად.
დღესდღეობით უახლეს ტექნოლოგიებს სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მსგავსი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების რეგიონების გამოკვლევაში, სადაც ადგილობრივი ლანდშაფტი გამოირჩევა რიგი გამოწვევებით. 1997 წელს კომპანიამ CanArgo გათხარა პირველი ჰორიზონტალურ ჭა კავკასიაში, რითაც ააღორძინა ნავთობის მოპოვება ნინოწმინდის ტეროიტორიაზე. საქართველოს ნავთობმოპოვების ყველაზე დიდ წერტილში, ნინოწმინდაში ნავთობის მოპოვებამ პიკს მიაღწია 1970-იანი წლებში, როდესაც დღეში 70000 ბარელი ნავთობი მოიპოვებოდა. სამგორი-ნინოწმინდის ერთობლივმა სტრუქტურამ დღემდე 210 მილიონი ბარელის მოპოვება უზრუველყო.
ნავთობმოპოვების შედარებით მცირე მასშტაბი ჯერ არ აძლევს საქართველოს უშუალოდ სატრანზიტო ნავთობგამტარი მილებით ადგილობრივი გადაუმუშავებელი ნავთობის მიწოდების საშუალებას. ნაცვლად ამისა, ნავთობის ექსპორტი ხორცილდება საქართველოს სარკინგზო ქსელისა და შავიზღვისპირეთის პორტების მეშვეობთ ბათუმში, საიდანაც ის გააქვთ საქართველოდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. „ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ნავთობს ნინოწმინდაში და დარწმუნებულნი ვართ, რომ ვერტიკალური ჭაბურღილების მეშვეობით მნიშვნელოვნად გავზრდით ნავთობმოპოვებას. იგივე შეიძლება ითქვას ნორიოს ნავთობწარმოებაზე, სადაც ცარცისებრი ნალექები უხვად მოიპოვება, ტექნოლოგიების არარსებობის პირობებში მათი დიდი ხნის განმავლობაში გამოუყენებლობის მიზეზით. ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე ცარცისებრი ნალექების მსგავს აუზებთან შედარებით, სადაც ერთი ვერტიკალური ჭა იძლევა 16000 ბარელს დღეში, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებას საქართველოში დიდი პოტენციალი გააჩნია“, - აცხადებს მაკდონელი.
განვითარებადი ინდუსტრია
საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიაში მოიზიდოს რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია. ამჟამად საქართველო ახორციელებს ადგილობრივი მოხმარების ნავთობისა და ბუნებრივი აირის თითქმის სრული ოდენობის იმპორტს. ხოლო საქართველოს უაღრესად მნიშვნელოვანი ურთიერთობები რუსეთთან განაპირობებს ხელისუფლების მიერ ენერგიის მარაგის მრავალფეროვნების პრიორიტიზაციას, რაც გამოიხატება ბუნებრივი აირის შესყიდვაში აზერბაიჯანისაგან და, ამავდროულად, თურქმენეთსა და ყაზახეთთან მოლაპარაკებებში იმპორტის შესახებ.
მიუხედავად ქვეყნის, როგორც მნიშვნელოვანი გზაჯვარედინის, სტრატეგიული განლაგებისა, საქართველოში არ არსებობს გადამამუშავებელი ქარხნები. თუმცა ისტორიულად ქვეყანაში შეიძლება არც კი ყოფილიყო გადამამუშავებელი ინდუსტრიის აუცილებლობა, მაკდონელის თქმით, საქართველიში ისეთი დიდი ოდენობის ნავთობის ტრანზიტი ხორციელდება, რომ შესაძლებელია გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა გადაუმუშავებელი ნავთობის ადგილობრივად მოპოვების გარეშეც. „საქართველოს იოლად შეუძლია სატრანზიტო მილსადენების ნავთობის გადამისამართება გადამამუშავებელ ქარხანაში“, - თვლის მაკდონელი.
ა.წ. აპრილში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გეგმავს ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოების ინდუსტრიაში დამატებით 84 მილიონი დოლარის ინვესტირებას 2013 წლის ბოლომდე, რამაც, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, „უკვე გამოიწვია ინვესტორების განახლებული დაინტერესება“.
ახლადაღმოჩენილი ნავთობსაბადოებს მოჰყვება დამატებით შემოსავლები. აპრილში ინდურმა კომპანიამ Jindal Petroleum განაცხადა, რომ განახორციელებს დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას მას შემდეგ, რაც მის მიერ ლიცენზირებულ ხუთ წერტილში აღმოჩენილი იქნება ნავთობი.
კომაპნიის Blake თავდაპირველი ინვესტიცია განისაზღვრება 200 მილიონი დოლარით. კომპანიას ასევე სურს საკუთარი საინვესტიციო პორტფელის გაფართოება. ერთობლივი საწარმოს შესახებ შეთანხმების ფარგლებში მან მტკვრის აუზის უკიდურესად პერსპექტიული აქტივების 50% შესთავაზა კომპანიას MND Group. თავის მხრივ, ეს ჩეხური კომპანია დააფინანსებს კომპანიის Blake აქტივების განვითარებას ნინოწმინდაში, ასევე პერსპექტიულ და დიდ ახლადაღმოჩენილ საბადოებს მანავსა და ნორიოში, რომლებიც, წინასწარი გამოთვლებით, ერთობლივად უზრუნველყოფს 339 მილიონი ბარელის ოდენობის ნავთობისა და 8.8 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობის ბუნებრივი აირის მოპოვებას. „ჩვენ კარგად ვიცნობთ საქართველოს გარემოს და ვეძებთ შესაძლებლობებს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების კუთხით. კომპანია Blake ასევე ეძებს საინვესტიციო შესაძლებლობებს სხვა მიმართულებებითაც, მაგალითად, ალტერნატიული ენერგიის წარმოების კუთხით“, - აცხადებს მაკდონელი.
ნავთობის კომპანების უმრავლესობა საქართველოში მუშაობს წარმოების საზიარო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ძალითაც მოპოვებული ნავთობის 50% ეკუთვნის ინვესტორს, ხოლო დანარჩენი 50% საზიაროა სახლემწიფოსა და ინვესტორისათვის. „ეს გახლავთ ძალიან მომხიბლავი შესაძლებლობა, რადგანაც უმარტივებს ინვესტორს პროექტიდან პოტენციური ამონაგების გათვლას. საქართველოში გვაქვს პროდუქციის განაწილების ძალიან სტაბილური და ნათელი პირობები, რომლებიც ძალაშია კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე“, - აცხადებს მაკდონელი.
გასათვალისწინებელია ინვესტორებისათვის ხელსაყრელი და მეტ-ნაკლებად არაკორუმპირებული ბიზნეს-გარემო საქართველოში. აშშ-ის ანალიტიკური ცენტრის Heritage Foundation 2013 წლის თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 21-ე ადგილზეა მსოფლიოს 177 ქვეყანას შორის კორუფციის დაბალი დონისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიხედვით. მაკდონელს ასეთი დასკვნა გამოაქვს: „საქართველომ დიდ წინსვლას მიაღწია. სახეზეა კარგი ფისკალური სტრუქტურა, კარგი საგადასახადო რეჟიმი და დადებითი სიტუაცია კერძო საკუთრების თვალსაზრისით. ასეთი სახის ეკონომიკური თავისუფლების წყალობით საქართველო წარმოადგენს მიმზიდველ გარემოს ინვესტიციების განსახორციელებლად“.