ომი თბილისისთვის

ომი თბილისისთვის

ბრიტანული გამოცემა საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს

შეიძლება ეკონომიკა სტაგნაციის მდგომარეობაშია, მაგრამ საქართველოს შეუძლია იტრაბახოს სიტყვის თავისუფლებით, გამჭვირვალეობით და მაღალკონკურენტული სამართლებლივი ბაზრით. მცირე იურიდიული სექტორის ნაჭრის მისაღებად კავკასიაში, საქართველოში ორი დიდი იურიდიული ფირმა იბრძვის.

შედარებით ახალი Dechert კონკურენციას უწევს DLA Piper-ს სამართლის სფეროში, სადაც პოლიტიკური დემოკრატიის იმედი, მაგრამ ერთ-ერთი იურისტის თქმით, ასევე არსებობს შეშფოთების გარკვეული საფუძველი თითქმის სტაგნატურ მდგომარეობაში არსებული ეკონომიკის გამო.

თბილისზე ბრძოლაში კიდევ ერთი საერთაშორისო მოთამაშე Dentons და რამდენიმე მაღალი კლასის ადგილობრივი ფირმა მონაწილეობს.

არსებული სიტუაცია ძალიან ჰგავს ამერიკულ მთებს. კერძოდ, ინვესტიციებმა საქართველოში უმაღლეს წერტილს მიაღწია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში და ეხლა უკვე შემცირებას იწყებს, რასაც ფინანსური კრიზისი უფრო ამძაფრებს. ამ შემთხვევაში, ყველა ზემოთ ხსენებულ ფირმას მყარი პოზოციის შენარჩუნება მოუწევს.

იურისტებისთვის საბოლოო შედეგს წარმოადგენს მდგომარეობა, როდესაც ხუთი წლის განმავლობაში ანაზღაურების მაჩვენებელი თითქმის განახევრდა და საერთაშორისო და ადგილობრივი ფირმები ფასების კონსკურენციაში ღიად მონაწილეობენ.

თბილისში მყოფმა IMF-ის დელეგაციამ რამდენიმე კვირის წინ ბუნდოვანი შეფასება წარმოადგინა: ფონდმა საქართველოს დადებითი შეფასება მისცა ღია არჩევნების ჩატარებისთვის, მაგრამ ამავდროულად მიუთითა ახალი მთავრობის გაურკვეველ პოლიტიკურ ელფერზე, რაც შემოდგომაზე მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნების გამო კიდევ უფრო გაუარესებულია.

„მნიშვნელოვანია ის, რომ მთავრობა დემოკრატიული გზით შეიცვალა“ ამბობს DLA Piper-ის თბილისის ოფისის მმართველი პარტნიორი ტედ ჯონასი. „დემოკრატია შეიჭრა სისტემაში - ამჟამად ჩვენ გვყავს ფუნქციონირებადი პარლამენტი, რაც მანამდე არ გვყავდა“.

მას ადგილობრივი იურისტებიც ეთანხმებიან. „საქართველოში არის სიტყვის თავისუფლება, გამჭვირვალობა და მთავრობის ანგარიშვალდებულება - ბევრ რამეს ზემოთ ჩამოთვლილიდან რეგიონში ვერ იპოვით“,- აცხადებს ალექსანდე ბოლქვაძე, სამი უდიდესი ქართული ფირმიდან ერთერთის, BLC-ის პარტნიორი. დანარჩენ ორ დიდ მოთამაშეს წარმოადგენენ მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური და BGI.

ერთი შეხედვით ტურიზმთან და ღვინის ექსპორტის სექტორთან შედარებით ინვესტირების შესაძლებლობები მცირეა, მაგრამ, ყველაფერი უფრო მარტივია და შესაძლებლობებიც მრავალია. ერთ-ერთ მათგანია ჰიდროენერგია, რადგან სახელმწიფოს მიზანია გახდეს ენერგიის ექსპორტიორი თურქეთში, სომხეთში, ირანსა და რუსეთში.

აგრობიზნესიც მზარდ სექტორს წარმოადგენს, რადგან მეწარმეები არ აპირებენ შემოიფარგლონ მხოლოდ ღვინით და გამიზნული აქვთ განავრცონ სხვა შესაძლებლობები, რასაც მხარს უჭერს მთავრობა სესხებით, რომელთა მიზანი ნატურალური სოფლის მეურნეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ალბათ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანა განიხილება როგორც იდეალური რეგიონალური სანტრანსპორტო და ლოჯისტიკური კვანძი. DLA ფოთის საზღვაო პორტის ტერმინალების მფლობელებზე მუშაობს. ფოთი წარმოადგენს პორტს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და როგორც სატრანზიტო დერეფანი მნიშვნელოვნად ვითარდება.

ანგლო-ამერიკული იურიდიული ფირმა აგრეთვე მუშაობს Toyota-ზე, რომელმაც ცენტრალური აზიისა და კავკასიისთვის საქართველო სასაწყობე და ლიჯისტიკურ ცენტრად აქცია.

იურისტების მიერ დანახული სხვა სფეროები მცირეა, მაგრამ მზარდია სამთო მრეწველობის სექტორი. ზოგიერთი მათგანი იმედებს ასევე ადგილობრივი მომსახურეობის სექტორის ზრდაზე ამყარებს.

„ჩვენ ვაფორმებთ სავაჭრო კონტაქტებს და დიდი რაოდენობით ყველა ტიპის M&A-ს“ აცხადებს Dechert-ის პარტნიორი ლუიზ ბერნშტეინი.

რადგან სამართლის სფეროში არის პოტენციალი და სამართლებლივი ბაზარი მაღალკონკურენტულია - DLA და Dechert-ს შორის მომწიფებული ბრძოლა ყველაზე საინტერესო ასპექტს წარმოადგენს.

„ჩვენ წარმოვადგენთ ერთადერთ სერიოზულ მოთამაშეს ქვეყანაში“,- აცხადებს ბერნშტეინი, რომელიც აღიარებს იმას, რომ DLA ბევრად ადრე გამოჩნდა ქვეყანაში და უფრო დიდი ხანია, რაც აქ მუშაობს, მაგრამ „მნიშვნელოვნად შემცირდა და ქვეყნის შიდა საკითხებზეა ფოკუსირებული“.

ფილადელფიაში დაფუძნებული Dechert-ის ისტორიაც დრამატულია. გუნდმა მუშაობა დაიწყო როგორც Dewey & LeBoeuf-ის თბილისის ავანპოსტმა. მაგრამ, როცა გასულ წელს ნიუ იორკის ფირმა დაიშალა, ქართული ჯგუფი Dechert-ს შეუერთდა.

მიუხედავად იმისა, რომ DLA-მ 2008 წელს საქართველოში მყოფი იურისტების თითქმის ნახევარი გამოიწვია, კომპანიას საქართველოში კვლავ ჰყავს 12 იურისტი. Dechert აცხადებს, რომ საქართელოში მყოფი 3 ძლიერი იურისტიდან ორი ლონდონსა და თბილისს შორის მოძრაობს. DLA-ს ხელმძღვანელი ტენ ჯონასი, რომელმაც როგორც ადგილობრივი ქართული იურიდიული ფირმები აცხადებენ, სრულიად მარტომ შეძლო ადგილობრივი პროფესიის მოდერნიზება, შეშფოთებულია.

ის აღიარებს, რომ წინა რეჟიმის დროს „Dewey -ის ოფისი საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ფირმებთან მუშაობით შემოიფარგლა“, მაგრამ მისივე თქმით, საქმის დიდი ნაწილი ლონდონიდან კეთდებოდა.

საქართველოში შემოდის Dentons-ის მოსკოვის ოფისი, რომელმაც გაერთიანების შესახებ გარიგება მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგურთან გააფორმა. ეს ურთიერთობა გასული მარტის Salans-თან შეერთებით დაიწყო.

„DLA-თან კონკურენციის გაწევისთვის მიგვაჩნია, რომ საჭიროა გვქონდეს ფორმალური კავშირი და ვიყოთ აქტიურები ბაზარზე“ აცხადებს Dentons-ის მოსკოვის პარტნიორი გლენ კოლეენი.
საქართველოში უდაოდ არსებობს კონკურენცია, მაგრამ ისმის შეკითხვა - ღირს კი ბრძოლა?

http://www.thelawyer.com/news-and-analysis/regions/europe/georgia-the-battle-for-tbilisi/3006253.article