„არ დაჯდე საჭესთან ნასვამი“ - შსს-ს ახალი სოციალური კამპანია

„არ დაჯდე საჭესთან ნასვამი“ - შსს-ს ახალი სოციალური კამპანია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ახალი სოციალური კამპანია სახელწოდებით „არ დაჯდე საჭესთან ნასვამი“.

კამპანიაში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას სთავაზობს ამ თემაზე შექმნას სლოგანი, დიზაინი, ან გადაიღოს ფოტოსურათი და ატვირთოს ნამუშევრები შს სამინისტროს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

გამარჯვებულები „ლაიქების“ მეშვეობით გამოვლინდებიან, ხოლო საუკეთესო ნამუშევრები – რჩეული სლოგანი, დიზაინი, ან ფოტო თბილისის მასშტაბით სხვადასხვა უბანში არსებულ სარეკლამო ბილბორდებზე განთავსდება.

სოციალური კამპანია „არ დაჯდე საჭესთან ნასვამი“ 28 ივნისს დაიწყო და 11 ივლისს დასრულდება.