2 ივლისს აფხაზეთში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის დღეა. (ვიდეო)

2 ივლისს აფხაზეთში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის დღეა. (ვიდეო)

დღეს 1992 წლის 2 ივლისს აფხაზეთში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის დღეა. ვეტერანთა დეპარტამენტის უფროსმა გელა დოლიძემ და სხვა წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. დაღუპული გმირების პატივსაცემად გმირთა მოედნის შემდეგ პროცესია ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე გაემართა, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს მებრძოლები, რომლებიც 2 ივლისს დაიღუპნენ .

1992 წლის 2 ივლისს დილის 5.00 საათზე დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. ბატალიონის დესანტირებას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნყველობდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზური ფორმირება. ჩქირდიდან გამოსულმა ჯგუფმა შინაგანი ჯარების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ქართულმა მხარემ რამდენიმე დღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა.მიუხედავად დიდი დანაკარგისა ქართველმა ჯარისკაცემბა შეძლეს დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება.