ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მიგვატოვა, გვიღალატა, უცხო ქვეყნის ელჩთან შეთანხმებით გადადგა, მოკურცხლა ადამიანმა გუნდიდან, მერე პარტია ჩამოაყალიბა და იქიდანაც მოკურცხლა. რა სერიოზულობით შეიძლება ამ ადამიანზე საუბარი, რომელმაც რატომ მოკურცხლა ვერავინ ვერ გაიგო. ჩამოვიდეს, ვინ რას ედავება?, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, გაუგებარია რას და ვის გაექცა გიორგი გახარია მით უმეტეს იმ დროს, როდესაც მისი პარტია წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული.
„უშუალო საფრთხეც კი არ არსებობს, მაგრამ იმდენად მშიშარა არის, რომ გაექცა პასუხისმგებლობას. იმიტომ, რომ საარჩევნო კამპანიაზე საუბრობენ და ადამიანი ზის საზღვარგარეთ. და ვისი ფულით არის? ამასწინათ თქვეს, რომ რა ფულითაც საქართველოში ცხოვრობდაო იმ ფულით ცხოვრობს იქო და მაშინ ეკონომიკური დონით დავწევივართ გერმანიას და ეგ ყოფილა თუ კი ის თანხა, რომელსაც საქართველოში საკუთარ თავს ახარჯებს და ყოფნის ამით ცხოვრობს გერმანიაში, მაშინ ისიც აღიარონ აქვე, რომ დავეწიეთ გერმანიას ეკონომიკური განვითარებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.