ვინ გადაწყვიტა ოპოზიციაში ახალი კოალიციის შექმნა და რეალურად ამ იდეის უკან რა შეიძლება იმალებოდეს

ვინ გადაწყვიტა ოპოზიციაში ახალი კოალიციის შექმნა და რეალურად ამ იდეის უკან რა შეიძლება იმალებოდეს

ახალი კოალიცია ოპოზიციაში? – როგორც ჩანს, NDI-ის კვლევის შედეგებით შეშფოთებული მცირე პარტიები არჩევნებამდე გამოსავლის ძიებაში არიან. ამიტომ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ სავარაუდოდ, ახალ გაერთიანებას ქმნიან. მუშაობა უკვე დაწყებულია. თუმცა რა ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი შეიძლება ამ პარტიებმა შექმნან, რთული სათქმელია, რადგან მათი რეიტინგი ბოლო კვლევების მიხედვით 2-3%-მდე მერყეობს.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ამ პარტიების კოალიცია ახალს ამომრჩეველს ვერაფერს შესათავაზებს. მათ იმდენად რადიკალური და დესტრუქციული დღის წესრიგი აქვთ, რომ საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობისგან“ ვეღარ ანსხვავებს. მათ შეცდომა დაუშვეს, როდესაც ენმ-ის ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ და პოლიტიკური იდენტობა დაკარგეს.

ასევე ვრცელდება კულუარული ინფორმაცია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“ და „გირჩს -მეტი თავისუფლებას“ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი აფინანსებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ მისაკუთრებასაც ცდილობს და პარტიაში დაწყებული დაპირისპირება სწორედ მის გამოა დაწყებული.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, პროევროპულმა პარტიებმა ძალები გააერთიანონ და ისინი ნამდვილად აპირებენ უფრო სიღრმისეულ თანამშრომლობას.

„ჩვენ, პროევროპელებმა ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ. ეს უნდა იყოს ფართო, საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური მოძრაობა, რომელიც საქართველოს მოუტანს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ნამდვილად ვაპირებთ უფრო სიღრმისეულ თანამშრომლობას, როგორც პოლიტიკურ, ასევე, არაპოლიტიკურ ჯგუფებთან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სამ ოპოზიციურ პარტიასთან ალიანსს გამორიცხავს „ლელო“. პარტიის წევრების განცხადებით, კოალიციად ფორმირების არანაირი გეგმა დღეს „ლელოს“ არ გააჩნია.

„არანაირ გაერთიანებაზე არ არის საუბარი, პროევროპული ერთობა ისედაც არსებობს, პოლიტიკურ სპექტრში ნათლად არის გამოკვეთილი პარტიები, ვისაც საქართველო წარმოუდგენია ევროატლანტიკურ სივრცეში. კოალიციად ფორმირების არანაირი გეგმა დღეს „ლელოს“ არ გააჩნია. მგონია, რომ ეს არარსებული ფაქტებით ნიუსის შექმნის მცდელობაა, არ ვიცი ამის მიზანი და მოტივი“, - აცხადებს „ლელოს“ ერთ-ერთი წევრი ანა ნაცვლიშვილი.

4 ოპოზიციური პარტიის კოალიციად ფორმირების შესახებ განცხადებებს გამოეხმაურნენ „ოცნებაში“, სადაც, როგორც ჩანს, „ლელოსგან“ განსხვავებით ამ ინიციატივის მიზანი და მოტივი კარგად იციან.

4-მა პარტიამ, დეკლარირებულად განაცხადა (მაინც ერთად არიან, მაინც „ნაციონალურ მოძრაობის“ დავალებებს ასრულებენ) და გადაწყვიტა, რომ ბარემ ერთად იმოქმედონ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, არც „ლელო“, არც „სტრატეგია აღმაშენებელი“, არც „დროა“ და არც „ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე“, რეალურად ასეთი პარტია არ არსებობს, არსებობს ერთი „ნაცმოძრაობა“, რომელიც ასრულებს დავალებებს საქართველოს წინააღმდეგ.

„აქედან გამომდინარე, ისინი ცალკე იქნებიან, ერთად თუ ა.შ. ისინი მაინც ერთნი არიან და ერთ საქმეს აკეთებენ, რასაც საქართველოს საწინააღმდეგო საქმე ჰქვია. რასაც ისინი აკეთებენ, ქვეყნის შიგნით ვერაფერს ვნებენ ხელისუფლებას, პირიქით - „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის გაზრდილი. ეს NDI კვლევამაც აჩვენა. ქვეყნის შიგნით მათი ამ მოქმედებების შედეგი ის არის, რომ „ქართულ ოცნებას“ რეიტინგი ეზრდება, მაგრამ ცუდია, რომ ქვეყნის გარეთ ზიანდება საქართველოს მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციას ვერანაირი კოალიცია ვერ უშველის, რადგანაც კოალიციაში არიან ის სახეები, რომელთაც საზოგადოება უარს ეუბნება, ან მათთვის არჩევნებზე 2%-იან მხარდაჭერასაც კი ვერ იმეტებს. ანაჯაფარიძე აცხადებს, რომ ამ კოალიციის იდეის შემოქმედი დიდი ალბათობით „სტარტეგია აღმაშენებელი“ უნდა იყოს და ამას მის აგრესიულ პოლიტიკურ სტრატეგიას უკავშირებს - „გიორგი ვაშაძე ცდილობს, რომ ოპოზიციაში რაღაცა ახალი იდეების წინამძღოლი იყოს“.

„ეს კოალიცია რომც შეიქმნას, მას არანაირი პოლიტიკური წონადობა არ ექნება. არ მგონია, რომ პოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენა მოახდინოს. საერთოდ, მგონია, რომ პირიქით მოხდება და მათი რეიტინგი კიდევ უფრო მინუსებში წავა. თუ ეს პარტიები ფოქრობენ, რომ რაღაცა რადიკალური დღის წესრიგით და რიტორიკით, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს გადაიბირებენ, ძალიან ცდებიან. ენმ-ს თავისი ამომრჩეველი ეყოლება და ეს მისი სტაბილური მხარდამჭერია. რით უნდა მოაწონოს მათ თავი „დროამ“, „გირჩმა“ თუ „სტრატეგია აღმაშენებელმა“, რომ მათგან წავიდნენ? არაფერი ისეთი განსაკუთრებული შეთავაზება მათ ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციური ამომრჩევლის მიმართ არ ჰქონიათ. მეორე მხრივ არავის ვურჩევდი, რომ IND-ის ციფრებს დაეყრდნონ.

 ადრეც გამოუქვეყნებია ამ ორგანიზაციას ენმ-ისთვის დაბალი რეიტინგი, მაგრამ მერე 27%-მა მისცა არჩევნებში ხმა. კი მესმის, რომ ეს მცირე პარტიები დილემის წინაშე დგანან და აღარ იციან რა გააკეთონ, მაგრამ მე ვურჩევ, რომ რადიკალიზმს, დესტურქციას და აგერსიულ დღის წესრიგს მოეშვან. ყველა ეს პოლიტიკური ძალა საზოგადოებას რით ამახსოვრებს თავს? „გირჩი - მეტი თავისუფლება“-მ ხალხს რა უთხრა, რომ ბევრი რაღაცის გაფუჭება შეუძლია ქვეყანაში. მერე, ხალხს არ ეკითხება, ეს მათ უნდათ, მოსწონთ მისგან ეს დღის წესრიგი?“,-ამბობს ანაჯაფარიძე.

მისივე თქმით, დაახლოებით იგივეს ლაპარაკობს გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და „ლელოს“ სხვა წარმომადგენლები. რადიკალიზმი არის მათი მოქმედების მთავარი საყრდენი, რაც საზოგადოებას არ უნდა. ანჯაფარიძე ამბობს, რომ არის ელექტორატის საპროტესტო ნაწილი რადიკალურად განწყობილი, მაგრამ ოპოზიციურ ამომრჩეველში ჭარბობს ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკოსებისგან საქმის კეთებას ითხოვს.

„მათ ამომრჩეველს უნდა დაანახონ, რომ ხელისუფლებაზე უკეთესები არიან. ხალხს ეს სახეები მოყირჭდა და მათ მიმართ ნდობა არ აქვს. პოლიტიკური ლიდერის მიმართ მოსახლეობას ნდობა თუ არ აქვს, მას არ გაჰყვება. ამ პოლიტიკოსების ნდობის პროცენტი კი ძალიან დაბალია 2-3%-ს არ სცდება. ამიტომ ჩვენი მოქალაქეები აყენებენ მოთხოვნას, რომ ეს ძველი სახეები ახლით შეიცვალოს, სხვაგვარად მუდმივად ერთი და იგივე წრეზე ვივლით“, - ამბობს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ ამ პარტიებს უკვე ნულოვანი შანის აქვთ საქართველოს მოსახლეობა რამით დააინტერესონ. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს ფარსი არ გაუვათ, თითქოს რაღაც კოლიციას ქმნიან, რადგანაც ისედაც „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტის გარშემო არიან გაერთიანებულები. ასე რომ, მათ პოლიტიკური წყლის ნაყვის მსგავსი აქტივობა გამოსდით და ეს მოსახლეობას სიცილის გარდა სხვა არაფერ ემოციას არ უჩენს.

„ამათი საქმე ისეა, წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო. მათგან ბოლო დაპირებები გვახსოვს, რომ „ცხელი შემოდგომა“ უნდა ყოფილიყო. მანამდე ამბობდნენ, რომ ტექნიკური და ჩრდილოვანი მთავრობა უნდა შევქმნათო. ამიტომ ისევ იმ მოჯადოებულ წრეზე დარბიან. კვლევებმა ის სურათი აჩვენა, რომ ოპოზიციის რეიტინგი სულ უფრო უკან მიდის. ამიტომ თუ მათ საზოგადოებისთვის ახალი იდეების მიწოდების თავი არა აქვთ, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ გახუნებული პოლიტიკოსები არიან. საზოგადოების დაკვეთა რეალურად რა არის, იმას ვერ ხვდებიან და რა კოალიცია უნდა შექმნან, მართლა წარმოუდგენელია. ეს ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტის გარშემო რჩება, მისგან დისტანცირებას ვერაფრით ახერხებენ. ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად ხედავენ, რა დღის წესრიგიც აქვთ - მხოლოდ დესტრუქციული რიტორიკა, რომელიც „ნაციონალებისგან“ არაფრით განასხვავებთ. სწორედ ამის გამო უთხრა მათ ხალხმა უარი და ამას მაინც ვერ ხვდებიან“, - ამბობს აბაშიძე.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „დროას“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ და „სტარტეგია აღმაშენებლის“ დამფინანსებელი დავით კეზერაშვილია და არ არის გამორიცხული ეს გარკვეული პოლიტიკური ბლეფი იყოს, რომლითაც ოპოზიციაში კეზერაშვილს გავლენების კიდევ უფრო გაზრდა სურდეს, აბაშიძე ამბობს, რომ ბიუჯეტის ცნობილი ქურდი ვერც პოლიტიკაში და ვერც მედიაში ვერ გარკვეულა მოპარული ფული სარფიანად როგორ დააბანდოს. შესაბამისად, თუ კეზერაშვილს რაღაცა კოალიციის შექმნა აქვს განზრახული და ამ ჩაძირული პარტიების გადარჩენა უნდა, ტყუილად ირჯება - ურეიტინგო პოლიტიკოსების გაცოცხლებას მაინც ვერ შეძლებს.

trampi "ადამიანების ზოოპარკი"- ევროპის უდიდესი სირცხვილი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომამდე კონტინენტის არაერთ ქვეყანაში ნახვადით
ადამიანების ზოოპარკი (ზოოპარკი, სადაც ცხოველების ნაცვლად, ადამიანებს, ამწყვევდნენ და რთულ პირობებში ამუშავებდნენ), 1950 წლამდე ევროპის არაერთ ქვეყანაში არსებობდა.

საფრანგეთი, ბელგია და ევროპის რამდენიმე მაღალგანვითარებული ქვეყანა, მეორე მსოფლიო ომის პერიოდამდე, ადამიანებს სპეციალურ გალიებში, ველურ ცხოველებთან ერთად ათავსებდნენ. ეს იყო "ადამიანთა ზოოპარკი", რომლის დათვალიერებაც შეეძლოთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს.

234f-hd-3-72dpi-1631869779.jpg

2017013002081167247-1-1631869808.jpg

უფრო დიდ სირცხვილს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ 100 000-ზე მეტი ადამიანი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ამ საშინელი სანახაობის დასათვალიერებლად ჩამოდიოდნენ. "ადამიანთა ზოოპარკი".

1870-იან წლებში ეგრეთ წოდებული "ეგზოტიკური მოსახლეობის" გამოფენები პოპულარული გახდა მთელ დასავლურ სამყაროში. მსგავსი ზოოპარკები არსებობდა პარიზში, ჰამბურგში, ლონდონში, მილანში, ასევე აშშ-ის ქალაქებში, როგორიცაა ნიუ იორკი და ჩიკაგო.

ასევე დაგაინტერესებთ

შოკისმომგვრელი ფაქტები მონებით ვაჭრობაზე- როგორ წარმოებდა ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესი საუკუნეთა მანძილზe
ავსტრალიელი აბორიგენების გენოციდის ისტორია: რატომ დევნიდნენ და თვლიდნენ ცხოველებად მათ კოლონიზატორები?
მონებით ვაჭრობა- როგორი წარმოებდა ყველაზე დიდი ბიზნესი საუკუნეთა განმავლობაში
ეს ჩვენებები იმდენად წარმატებული იყო, რომ 1878 და 1889 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაში, ე.წ. "ზანგების სოფელი" (Negro Village) იყო წარმოდგენილი.

მხოლოდ 1889 წელს, მხოლოდ პარიზის "ადამიანთა ზოოპარკს" 18 000 000-მდე მნახველი ჰყავდა. საცოდავი სანახაობის მსხვერპლები ძირითადად აბორიგენები და აფრიკელები იყვნენ. ისინი ნახევრადშიშველ მდგომარეობაში ცხოვრობდენ ასეთ ზოოპარკებში.

1335-1631869837.jpg

ზოოპარკის მცველებს და მომვლელებს შორის, მოიძებნებოდნენ შავკანიანებიც. ამ უკანასკნელებს ძალიან ხშირად უთანხმოებები ჰქონდათ, გალიაში გამომწყვდეულ შავკანიანებთან. პრივილეგიიდან გამომდინარე, ისინი საკუთარი რასის წარმომადგენლებს სასტიკად ექცეოდნენ.

2017013002240667247-1631869890.jpg

1900 -იან წლების დასაწყისში დიდი დაპირისპირება და პროტესტი წამოიწყეს შავკანიანებმა, თეთრკანიანების მიმართ. შავკანიანების პროტესტი მიზნად ისახავდა - "ადამიანთა ზოოპარკის" გაუქმებას. თუმცა პროტესტი უშედეგოდ დასრულდა. პირიქით სიტუაცია გართულდა, ლონდოში ათასობით შავკანიანი სასტიკად დაისაჯა.

1283-1631869872.jpg

მეორე მსოფლიო ომამდე, "ადამიანთა ზოოპარკები" გაუქმდა. ამ კეთილი საქმის პირველი ხელმომწერი გახლდათ, ნაცისტური გერმანიის ლიდერი - ადოლფ ჰიტლერი. ჰიტლერის მკაცრი ბრძანების შემდეგ, ევროპის ყველა ქვეყანაში გაუქმდა "ადამიანთა ზოოპარკები"...
2 წლის უკან
trampi ვინ გადაწყვიტა და ........................ კოლუმბმა!!!!!!!!!!!!!!!!!!!
2 წლის უკან