საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ჰასან ქემალ იარდიმჩის შეხვდა.
შეხვედრა ბათუმში, „თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის“ ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა თურქეთსა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თურქული მხარის მიერ სამხედრო განათლების სფეროში საქართველოს დახმარების საკითხს.
თურქეთ-საქართველოს ორმხრივი სამხედრო ურთიერთობა თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს, მათ შორის ლოგისტიკურ, სამხედრო-ტექნიკურსა და სხვა სფეროებს. შეხვერაზე საუბარი შეეხო ასევე, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებს.