საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი საქართველოს მხრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა დავით ნარდაიამ, ხოლო საფრანგეთის მხრიდან საფრანგეთის გაერთიანებული შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის მოადგილემ ბრიგადის გენერალმა ჟან მორინმა მოაწერეს ხელი.

შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში მიმდინარე რეფორმები, საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.