„ძალიან საინტერესოა გოგაშვილის ძალოვან სტრუქტურაში მოხვედრა და აქაც შესაძლებელია საქმე გვქონდეს სადაზვერვო შეჩეჩებასთან“

„ძალიან საინტერესოა გოგაშვილის ძალოვან სტრუქტურაში მოხვედრა და აქაც შესაძლებელია საქმე გვქონდეს სადაზვერვო შეჩეჩებასთან“

სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრებს საკუთრებაში არსებული ქონება დაუყადაღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოძიება 306-ე საკნის მობინადრის ქონების კანონიერების შესწავლას იწყებს. პატიმარი გოგაშვილი „წარმატებით“ აგრძელებს ხელუსფლების კომპრომეტაციას. მისი სამიზნე კი, შს მინისტრი ვახტანგ გომელაურია. ე.წ. „მხილების“ კომპანიაში ჩართულია გოგაშვილის ოჯახიც. ამჯერად გოგაშვილი მორიგ ეპისტოლეში წერს, რომ ვლადიკავკაზში „აირზენას“ ჩარტერით შს მინისტრის გადაფრენის შემდეგ, ინფორმაციის გაჟონვის დაზღვევის მიზნით, ორივე პილოტი მოსმენაზე დასვეს და ორი თვის განმავლობაში აკონტროლებდნენ.

პატიმარი გოგაშვილი ამბობს, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის იმ ეპიზოდზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია გაავრცელდა, კონკრეტული მტკიცებულებები გააჩნია.

„ივანიშვილის ამ დავალების შემდეგ, მე უკვე საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება მომეგროვებინა მტკიცებულებები ამ ბინძური, მოღალატე ხელისუფლების შესახებ, რომლის ნაწილიც სამწუხაროდ, მეც ვიყავი. სამხილებლად რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ამ ეპიზოდზე, ასევე სხვა ნებისმიერ ინფორმაციაზე, რასაც ვასაჯაროებ, მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები (აუდიო, ვიდეო, ფოტო და ა.შ.). რაც შეეხება ვლადიკავკაზში გადაფრენას, „აირზენას“ ჩარტერით, ჩვენ ამ ფრენის შემდეგ მოსმენაზე დავსვით ორივე პილოტი, რადგან გადაგვეზღვია ინფორმაციის გაჟონვა და რამდენიმე თვე ვაკონტროლებდით“, - წერს სოსო გოგაშვილი.

ამ მონათხრობში საინტერესოა ის, რომ გოგაშვილი რატომღაც არ ასახლებს კონკრეტულ გვარებს და ამას მათივე უსაფრთხოებას უკავშირდებს, თუმცა ამბობს, რომ მტკიცებულებებს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაასაჯაროვებს. შეგახსენებთ, სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა აღწერა სქემა, რომლითაც მისი მტკიცებით, ქართული და რუსული სპეცსამსახურების კოორდინაციით, სანქციების გვერდის ავლით, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება ხდება.

გოგაშვილი ამბობს, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ის ვლადიკავკაზში „ეფ-ეს-ბე-ს“ საიდუმლო ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც „ეფ-ეს-ბე-ს“ გენერალ სედოვს შეხვდა. შეხვედრის მიზანი კი, მისი თქმით, იყო ქვედა დონის მოკავშირე ოფიცრების ურთიერთობის აწყობა, შესაფერისი სანდო პირების გამოყოფა, მათი ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთებისათვის უსაფრთხო დერეფნების უზრუნველყოფა, ასევე საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც არ იყვნენ სასურველი პირები და იძებნებოდნენ, მათი არალეგალურად გადაცემა რუსეთისათვის.

მისი თქმით, ამის შემდეგ დაიგეგმა ვახტანგ გომელაურის შეხვედრა რუს გენერლებთან და ამ შეხვედრების შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში საქართველოში „ეფ ეს ბეს“ ორ გენერალს - სედოვს და ბესედას უმასპინძლეს, დეკემბერში კი ქართული მხარე ოფიციალური მიწვევით მინსკში იმყოფებოდა, სადაც ვახტანგ გომელაური და ბორტნიკოვი ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ.

ასეთია გოგაშვილის მიერ შედგენილი მორიგი ნაშრომი, რომელიც ცხადია, გამოძიების დაინტერესების საფუძველი უნდა გახდეს. ბრალდების მთავარი ფიგურანტი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გოგაშვილი არის ინსტრუმენტალური აგენტი, რომელსაც იყენებენ „ტვ პირველის“ ნიუსრუმში მოგონილი ამბის ე.წ. ნიუსს პოვოდად.

„სოსო გოგაშვილმა თავისი განცხადებები მაშინ დაასრულა, მოსკოვში სიები იგზავნებოდაო რომ ჰყვებოდა. გულწრფელად თანავუგრძნობ ყველა ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსკოვში შესათანხმებლად რაღაც სიებს აგზავნის. იშვიათად შემხვედრია ისეთი პატიოსანი და პატრიოტი ადამიანი, როგორიც ვახტანგ გომელაურია, სოსო გოგაშვილი კი საქართველოს და ქართული პოლიციის წინააღმდეგ არის მხოლოდ ინსტრუმენტალური აგენტი, აგენტ-ინსტრუმენტი. მას იყენებენ „ტვ პირველის“ ნიუსრუმში მოგონილი ამბების საფუძვლად. მითხარით ერთი ფაქტი იმ დოკუმენტებში, რომელიც მის მონათხრობს ადასტურებდა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ხელისუფლების და კერძოდ, შს მინისტრის „ეფ-ეს-ბესთან“ თანამშრომლობის შესახებ გოგაშვილის განცხადებას, დიდი აბსურდს და სრულ სისულელეს უწოდებს თბილისის მერი, კახა კალაძე, რომლის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებები არ არსებობს.

„ამის მტკიცებულებები რომ არსებობდეს, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. განცხადებები ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს. ეს განცხადებები დაფუძნებულია აბსურდზე და არაფერზე, შესაბამისად, ეს არაფერს ნიშნავს. თქვენც შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი განცხადება, ხართ ტელევიზიის წარმომადგენელი, გამოხვიდეთ ტელევიზიით, გამოიყენოთ თქვენი პლატფორმა, თქვათ რაიმე სისულელე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შესაბამისმა უწყებებმა დაიწყონ გამოძიება. ამისთვის არსებობს სახელმწიფო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გოგაშვილი, რომ ინსტრუმენტია, ეს ცხადია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი დეტალია, როგორ და ვისი რეკომენდაციით აღმოჩნდა ნავთლუღის ბაზრიდან ძალოვან სტრუქტურაში - ეს არის კითხვა, რომელზეც ხელისუფლების მაღალჩინოსნებს პასუხის გაცემა უჭირთ. ცხადია, რომ კონკრეტული პირის ხორცის დახლიდან სპესამსახურებში გადმოყვანა აჩენს უამრავ კითხვას, მათ შორის იმას, იყო თუ არა ეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესში და კერძოდ, იმ ქვეყნის სპეცსამსახურის, რომელსაც მუდმივად აწყობს საქართველოში ქაოსი და დესტაბილიზაცია, რასაც გოგაშვილი წარმატებით ასრულებდა და ასრულებს.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, რომელიც წლების განვალობაში სუს-ში მუშაობდა ამბობს, რომ მის პრაქტიკაში მსგავსი ტიპის ჭორიკა, მეზღაპრე და მდაბიო ადამიანი არ ახსენდება, რომელიც შემთხვევით მოხვდა რეალურ სამყაროში, რასაც სპეცსამსახური ჰქვია და მოახდინა საკუთარი თავის მოდერირება უცხო გარემოში. დაიწყო საკუთარ თავთან მიმართებაში ილუზორული, არარსებული პარალელური სამყაროს შექმნა.

„ამ მოდელირებაში რაღაცა ისეთი ისტორიები შექმნა, რომლითაც დღეს ძალიან ვხალისობთ. ძალიან დაბალია მისი განათლება. სპეციალური კურსებიც არ გაუვლია. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომელიც აბსოლუტურად ლეგიტიმურია, პასუხს იძლევა ქვეშეკითხვა - ვის ინტერესებში შედის ის ყველაფერი, რასაც ეს ადამიანი აკეთებს? მე კიდევ ვამბობ, არა თუ საქართველოს სპეცსამსახურების ისტორიაში, არამედ მსოფლიო სპეცსამსახურების ისტორიაში არ მომხდარა ის, რასაც ეს ხორცის გამყიდველი აკეთებს. ეს არის ნონსენსი“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისი თქმით, სპეცსამსახურების სპეციფიკა დაკავშირებულია ისეთი ტიპის ღონისძიებების და ოპერაციების გატარებასთან, რომელიც შეიძლება ჩვეულებრივ საჯარო სამსახურის, საზოგადოებრი წარმოდგენებში ძნელად შედიოდეს, რადგან ეს არის აბსოლუტურად სხვა სამყარო თავისი დაწერილი და დაუწერელი კანონებით.

„იქ შესვლამდე საგულდაგულო ხდება ადამიანის შესწავლა. მისი წარსულის, ნათესავების, საახლობლო წრის, მისი თუნდაც გენეტიკური გადახრები, ენაზე კბილის დაჭერა თუ შეუძლია და ა.შ. იმიტომ რომ, ომის დროს ეს ადამიანი ტყვედაც არ უნდა ვარდებოდეს, მაგრამ თუ ჩავარდა, ის უნდა მოკვდეს სამშობლოსათვის და სამარეში ჩაიტანოს ყველა ინფორმაცია. ეს სამარცხვინო ადამიანი რასაც სჩადის, ეს არის პრეცედენტი, ეს არის ნონსენსი და გამომდინარე იქიდან, ვის ინტერესებში შედის ეს ყველაფერი, მთელი ეს მეზღაპრეობა, აი, აქიდან გამომდინარე უნდა გავცეთ პასუხი თქვენს ძალიან ლეგიტიმურ შეკითხვას - ეს შედის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებში, თუ პირიქით, აზიანებს? რამდენია ის საერთაშორისო სუბიექტი, ვის ინტერესებში შედის დასუსტებული საქართველოს სახელმწიფო, ან ზოგადად, ვის ინტერესებში შედის ამ სახელმწიფოებრიობის, მისი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის საერთოდ გაქრობა დედამიწიდან? ასეთი საერთაშორისო სუბიექტი არის ძალიან ცოტა და ძირითადი არის ის, ვისი ოკუპაციის ქვეშ ვიმყოფებით და რომლის მადა საქართველოსთან მიმართებაში უკრაინის კონფლიქტის ფონზე შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ გაიზარდოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, დავით კუხალაშვილი ამბობს, რომ დღეს გოგაშვილს შეუძლია აბსოლუტურად ყველაფერი თქვას, იქიდან გამომდინარე, რომ სამსახურში მიღებიდან და დასრულებამდე არასოდეს არ ყოფილა პროფესიონალი. მისი თქმით, არსებობს გარკვეული პროფესიული ეთიკა, რომელიც ყოველთვის ავალდებულებს სპეცსამსახურის თანამშრომელს, რომ ოპერატიულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ამავდე დროს საიდუმლოა, არ გაამჟღავნოს.

„რაც არ უნდა ილაპარაკოს გოგაშვილმა, მე ამას სერიოზულად არ აღვიქვამ. თუ სერიოზულად ჩავთვლით მის ინფორმაციებს, მე ვფიქრობ, ერთ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, იგი ხომ არ იყო ამ პროცესების ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე? მე მაინც ვფიქრობ, საზოგადოებამ არ უნდა აღიქვას ეს ყველაფერი სერიოზულად.

რეალურად თუ დავაკვირდებით გოგაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაციების ქრონოლოგიას, მოვლენებისა და ფაქტების ერთობლიობას, იგი ეწევა დეზინფორმაციულ კამპანიას, რომლის მიზანია თავიდან ბოლომდე კომპრომეტირებული იქნას სპეცსამსახური, დემორალიზებული იყოს სპეცსამსახურის თანამშრომლები და სამსახურმა ვერ შეასრულოს თავისი უპირველესი მოვალეობა - უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების წინააღმდეგ ბრძოლა“, - აცხადებს კუხალაშვილი.

შესაბამისად, ექსპერტი თვლის, რომ საგამოძიებო ვერსიად განხილული უნდა იქნას ყოფილი სპეცსამსახურის თანამშრომლის უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის შესაძლო აგენტ-დეზინფორმატორის საქმიანობის ნიშნები. მისი თქმით, პირველ რიგში, ძალიან საინტერესოა გოგაშვილის ძალოვან სტრუქტურაში მოხვედრა და აქაც შესაძლებელია საქმე გვქონდეს სადაზვერვო შეჩეჩებასთან.

„ხელსაყრელი პირობების შექმნა, ჯერ პარტიულ ნომენკლატურაში, შემდეგ სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის კუთხით, სპეცსამსახურის უმაღლეს იერარქიაზე მოხვედრის თვალსაზრისით, პოლიტიკური დაზვერვის კუთხით მნიშვნელოვანი ოპერაციული ციკლის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილია. უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ სადაზვერვო სამსახურის მნიშვნელოვან სამიზნეს სახელმწიფოს საიდუმლოებაზე წვდომა წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი არის ადგილი, სადაც ყველაზე დიდი საიდუმლოება ინახება და, სადაც ერთი დოკუმენტის დაკარგვამაც და ერთი ინფორმაციის გაჟონვამ შეიძლება სახელმწიფო ჩამოშალოს. არ გამიკვირდება, თუ გამოვლინდება გოგაშვილის სადაზვერვო სამსახურთან კავშირი, რადგან საქართველო, უცხო ქვეყნების სადაზვერვო წნეხის ქვეშ იმყოფება. ამ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს ერთი ან რამოდენიმე ქვეყნის ინტერესი, მათ შორის დასაშვებია მყარი დემოკრატიული და სტაბილური არადემოკრატიის მქონე სახელმწიფოთა ალიანსი. ისინი დაინტერესებული არიან დესტაბილიზაციით საქართველოში“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

 

 

trampi აი რა ქნა კოხაბიტაციამ!!!! ...
ნაცებს რომ ყველაფერი შეარჩინეს, ეს ყველაფერი იმის ბრალია
როცა ეს თავის დროზე თანამდებობაზე დანიშნეს, ალბათ თქვა თავისთვის ,.
.....მშია, მწყურია, სოციალურად დაუცველი ვარ .. კაპიკი მენატრება, თვიდან თვემდე ხელფასი არ მყოფნის...რაღაცა უნდა მოვიფიქრო, მაყუთი უნდა
გავაკეთო, თორემ ოჯახიანად შიმშილით მოვკვდებიო --
--მით უმეტეს დაინახა რომ გოთვერნობისთვის და ჩათლახობისთვის, (ანუ მილიონების შეჭმისთვის) ნაცები არ დასაჯეს ......
ჰოოდა თქვა თავისთვის--- ცოტას მეც ავიღებ, რა მოხდა--- იმათ მილიონები წაიღეს და მე რო ,,ცოტა,, ავიღო, ოჯახი შიმშილით რო არ მომიკვდეს,. რააა.... არ შეიძლებაოო?? ...
და ..............აიღო
მაგრამ ცოტა კი არ აიღო ---- არამედ მადა ჭამაში მოდისო და...................... წავიდაააა .......................აიღო და აიღო....

და აი ............................. როცა უკანონობა და დაუსჯელობა ერთის ხახვივით შერჩება ..ამის მაყურებელი მეორე უარეს სჩადის
ასეა........... არ დასჯი ეეერთს??---- მეორე უარეს იზამს ............... არ იქნება კანონი და სამართალიიიიი, იქნება ყოველთვის ასე
ამერიკაში რომ კინგი მოკლეს ზუსტად მაგას ამტკიცებდა და ყვიროდა--- არ იქნება სამართლი არ იქნება მშვიდობაო..... ჩემი ტერმინოლოგიით რომ ვთქოთ, ასე გამოდიოდა---თეთრ კანიანებისთვის ყველაფერი მოსულა და ზანგებისთვის ელმენტარულიც არაოოოო????
და ეს იმდენად სამართლიანი მოთხოვნა იყო რომ ამერიკელები ამ ლოზუნგს ვერ გაექცენ
ანუ ქვეყანამ რომ გამართულად იფუნქციონეროს, საზოგადოებაში რომ რაღაც წესრიგი იყოს, შერჩევითი სამართალი არ შეიძლება
თუ არადა ყველაფერი ჩვენთან რომ არის, ისე იქნება, ანუ სახელმწიფო სახელმწიფოდ ვერასოდეს ვერ შესდგება
და მანამ კანონი და სამართალი ქვეყნის ხერხემალი არ იქნება, ყოველთვის კრუგლი ბარდაგი იქნება
თანამდებობებზე ....ჩემი შვილი...იმის შვილი.... ჩემი უტვინო საყვარელი.... იმის უტვინო საყვარელი.....ჩემი ძმა და ა.შ..
დანაშაულზე კიდე ჩემი შვილი არ დაიჭირეს .....იმის შვილი არ დაიჭირეს...... იმის ძმა არ დაიჭირეს ...................
ბევრჯერ მაქვს მე აქ ნათქვამი ----რუსთავში საწყალ პატარა ბიჭს, 3 ცარიელი შტოფის მოპარვისთვის 12 წელი მისცეს (ერთზე ოთხი წელიო..სამზე
12 მისცეს....ბოკერია ატიურობდა მაშინ)
ამ დროს უგულავას მილიონებზე....????????????.....ჰოოდა ჩვენთან სამართლიანობაზე საერთოდ ლაპარაკიც არა ღირს, იმხელა ბარდაგი ტრიალებს ქვეყანაში..
აი ეს იცის შერჩევითმა სამართალმა
და ეს ამერიკელებმა არ იცოდნეენ??
იცოდნენ........... მაგარამ აქ წესიერი ქვეყანა--სახელმწიფო რომ ჩამოყალიბებულიყო, იმათ ის არ აწყობდათ...იმათ აწყობდათ და აწყობთ რომ აქ კრუგლი ბარდაგი იყოს...ასე იმათი საქმე უფრო იოლად კეთდებოდა და კეთდება
აი ამიტომ მოგვიგონეს ეს კოხაბიტაცია
და ეს უტვინოებიც ადვილად დაითანხმეს ...............დააშინეს---დაკერეს
2 წლის უკან