„აგენტსა და ამერიკას შორის ხელშეკრულება სად დაიდო, ამ ინფორმაციას ვერ მოვიპოვებდით, თუმცა საუბარია ლოგიკაზე - საელჩოს ქმედება და რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა“

„აგენტსა და ამერიკას შორის ხელშეკრულება სად დაიდო, ამ ინფორმაციას ვერ მოვიპოვებდით, თუმცა საუბარია ლოგიკაზე - საელჩოს ქმედება და რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა“

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი for.ge-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ აგენტები დღესაც შეიძლება იყვნენ. მაჭარაშვილი არ ასახელებს, იმ ორი აგენტის ვინაობას, ვის მიმართაც 2013 წელს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა ადასტურებს, რომ მათ მიმათ მართლაც იყო აღძრული საქმე.

აგენტებთან დაკავშირებით თქვენი მოძრაობის მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ 2013 წელს აშშ-ს დაჟინებული მოთხოვნით ორი ადამიანი დაჭერას გადაურჩა. ვის გულისხმობთ ამ ორ ადამიანში?

- თავის დროზე ჩვენი მიზანი აშშ-ს ელჩზე თავდასხმა არ ყოფილა, არამედ პროცესების გაშლა იყო. ახლაც, ჩვენი მიზანი არ არის პიროვნებებზე გასვლა, გვსურს, რომ საზოგადოებამ იცოდეს რეალური სიმართლე. პრევენციას ვაკეთებთ, რათა სამომავლოდ აგენტურა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. აქამდე რა წერილებიც გამოვაქვეყნეთ, საზოგადოებაში ამან იმუშავა. დღეს თუ საზოგადოებას არც ომის რიტორიკაზე, არც რადიკალურ პროცესებზე ლეგიტიმაცია არ აქვს, ეს ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის დამსახურებაა.

არ ასახელებთ ამ ადამიანების ვინაობას, მაგრამ წელია მითითებული. 2013 წელს იყო უკვე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, აგენტების სიაში გამოქვეყნებულთაგან ოთხი ადამიანი ყოფილი მმართველი გუნდის წევრია - გიორგი მარგველაშვილი, დავით უსუფაშვილი, გიორგი გახარია და ირაკლი ალასანია. ამ ოთხეულიდან იყო ვინმე?

- ამ სიით ახალი არაფერი თქმულა. ქვეყნის ღალატს აღარც მალავენ. ხატია დეკანოიძემ პირდაპირ მოგვიწოდა ომში ჩართვისკენ. უკრაინას ერთადერთი რაშიც ვერ ვეხმარები, არის საომარი მოქმედებები. ჩემი მიზანი არ არის საბუთებით წარვადგინო ვინ რაში აგენტობდა. მაგალითად, გიორგი გახარია საკუთარი ქმედებებით პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამდა წყალს. ისიც დავასკენით, რომ „ნაცმოძრაობის“ ამ პროცესებს აშშ-ს საელჩო ახალისებდა. ახლა გიორგი გახარია გინდათ ხელშეკრულებით აყვანილი აგენტი იყოს და გინდა მათი წარმოამდგენელი ხელშეკრულების გარეშე, რა მნიშვნელობა აქვს?! ორივე ქვეყნის აგენტები იქნებიან თუ მესამე ქვეყანის, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მიზანია პროცესი შეჩერდეს. თუ ეს ადამიანები მიხვდებიან თავიან შეცდომას, მათი მხრიდან სწორი საქციელი იქნება და ამას მივესალმებით.

თუ შეგიძლიათ გვითხრათ კონკრეტულად რა მუხლებით იყო ამ „აგენტების“ წინააღმდეგ აღძრული საქმე, რის გამოც ისინი საელჩომ დაჭერისგან იხსნა?

- კონკრეტულად არ მახსოვს რა მუხლით, თუმცა კი, სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო.

თუ გაქვთ ინფორმაცია მმართველ გუნდში თუ არიან აგენტები, რომლებიც სიაში ვერ ან არ მოხვდნენ?

- ამ ეტაპზე შეიძლება იყოს, მაგრამ იმ მასშტაბის არ არის, როგორიც ადრე იყო.

ამბობთ, რომ ლოგიკურად მიყევით და აგენტურასთან დაკავშირებით ისე მიხვდით, თუმცა საინტერესოა ამ ლოგიკამდე როგორ მიხვედით და საიდან მიიღეთ ეს ინფორმაცია?

- ბუნებრივია, აგენტსა და ამერიკას შორის ხელშეკრულება სად დაიდო, ამ ინფორმაციას ვერ მოვიპოვებდით, თუმცა საუბარია ლოგიკაზე - საელჩოს ქმედება და მათი მხრიდან რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა. გაყალბებული ხმების ხარჯზე აპირებდნენ რევოლუციის სცენარით ხელისუფლების შეცვლას. ამას კი ხელს უწყობდა ამერიკის საელჩო. ის ადამიანები, რომლებიც ამ პოლიტიკურ პარტებში არიან, გაჩნდა ეჭვი, არიან თუ არა აგენტები. ჩვენ ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობა გვინდა, მაგრამ ჩვენს მიერ გამოქვყნებულ წერილებში მოყვანილი ფაქტები სტატეგიულ ურთიერთობას არ წარმოადგენს.    

Aburjga Tasmanieli ერთხელ ერთ ქარხანას ჩემი დიდი დავალიანება დაუგროვდა. როგორც იქნა დავიჭირე ერთერთი ხელმძღვანელი და როცა მოვთხოვე მოსათხოვნი იცით რა მითხრა? - მე ხომ არ მაქვს შენი ვალი, ქარხანას აქვს, მე რას მთხოვ ქარხანას მოთხოვეო!! ახლაც აქ რარაც ამის მსგავსი ამბავია, ოღონ პირიქით, ამერიკის ხელისუფლება და საელჩო საქართველოს მტრები ყოფილან, ამ მაჭარაშვილს და მის მეგობრებს კი სურთ ქვეყანა ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა!!! გურამ მინდა გითხრა თგვი ვეფხვის პარტნიორი ვერ იქნება! თაგვი მორჩილად უნდა იჯდეს სოროში და ელოდოს ნასუფრალიდან გადმოცვენილ ფინჩხებს!
2 წლის უკან