უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ მორიგი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ბიძინა ივანიშვილსა და უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს მიერ სასანქციო სიის გამოქვეყნებას ეხმაურება.
მისი განცხადებით, აღნიშნული სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარ სააგენტოს წარმოადგენს.
„ამ ვიდეოს ჩაწერა რამდენიმე დღით გადავიფიქრე, რადგან საქართველოს მთავრობის მხრიდან მოსალოდნელ ისტერიულ რეაქციას ველოდებოდი, რომელიც ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოსთან დაკავშირებულ ჩემს მიერ ადრე დაანონსებულ მოვლენებს ეხებოდა. ეს სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარ სააგენტოს წარმოადგენს.
ეს სააგენტო სანქციების პოლიტიკის საერთაშორისო ჯგუფში შედის. ჩემს საიტზე - war in Ukraine, ბიძინა ივანიშვილზე და მის უახლოეს გარემოცვაზე, კონკრეტულად კი იმ ბიზნესმენებზე, რომლებიც მის რეჟიმს აფინანსებენ, სანქციების დაწესების რეკომენდაცია განვათავსე. ამ პაკეტში ჯერჯერობით მისი პოლიტიკური გარემოცვის წევრები არ არიან. ეს შემთხვევითობა არ არის, რადგან ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ოლიგარქისა და მისი დამფინანსებელი წყაროების წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ, რაზეც ევროკომისიამაც რეკომენდაციის სახით უკვე ისაუბრა.
ამ ადამიანებს საქართველოში ყველა იცნობს. შეუძლიათ ინტერნეტში ამ ადამიანების სია ნახონ. ქართულმა მედიამ ეს სია უკვე გაავრცელა. ეს პირველი ეტაპია, რომლის ვერიფიკაციის შემდეგაც ეს დოკუმენტები სანქციების საერთაშორისო ჯგუფს გადაეგზავნება. ჯგუფის წევრები ამ დოკუმენტებს გადახედავენ და მონაწილე ქვეყნები გადაწყვეტილებას ერთხმად მიიღებენ. როგორც შეგპირდი ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან. მუშაობას ვაგრძელებთ. ძვირფასო ქართველობო, სამწუხაროდ, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით“, - განაცხადა არახამიამ, რომლის განცხადების თარგმანსაც ტელეკომპანია „მთავარი“ ავრცელებს.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე დავით არახამიას მიმართვას ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხსნის, „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარის დანაშაულის გადაფარვით.
„უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შეისწავლა მასალები, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის მეგობრების დავით არახამიასი და იულია ტიმოშენკოს მხრიდან ჰუმანიტარული ტვირთის გატაცება დასტურდება. ამიტომ უკრაინელი ხალხის სახით არახამიას განსაკუთრებული სამჯავრო ელოდება. „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარემ საკუთარი დანაშაული რომ გადაფაროს, ასეთ განცხადებებს აკეთებს. ეს არის მოქცეული ვირთხის ბოლო გაფართხალება. არახამია არის კლასიკური ტიპის კრიმინალი“, - განუცხადა ედიშერ გვენეტაძემ for.ge-ს.
მისივე თქმით დამნაშავე არახამიას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები განუდგებიან, ისევე როგორც მეგის ქარდავას განუდგნენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ სიტუაციას როგორც დაინახავს, ისე იმოქმედებს. მსგავსი რამ რა არ გაუკეთებიათ თუ რა?! გავიხსენოთ მეგის ქარდავა, რომელიც მათთვის ამომავალი ვარსკვლავი იყო. როგორც კი ქარდავა დაიჭირეს, ყველამ ერთხმად ჩაქოლა, ასევე იქნება არახამიას მიმართაც. დიდი ეჭვი მაქვს, რომ აქაურ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს არახამიას ბედი კი არა, უკრაინაში საკუთარი კრიმინალური ბიზნესები უფრო აინტერესებთ“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარის მორიგ მუქარას შემდეგნაირად ხსნის: „არახამიას დავალება ვინმემ შეუცვალა? მას ნუ განვიხილავთ როგორც განყენებულ უკრაინელ ჩინოვივნიკს. ის ერთიან საერთაშორისო პროექტში შემავალი ერთ-ერთი ჭანჭიკია, რომლის ნაწილი ამერიკაში იმყოფება, ზოგი ევროკავშირშია, ნაწილი უკრაინაშია წარმოდენილი და ზოგიც საქართველოშია. აღნიშნული საერთაშორისო პროექტი აერთიანებს მოთამაშეებს თავის ზე-ამოცანებით, რომელთა ერთი ნაწილი საქართველოზე გადის. საქართველოზე ზე-ამოცანა გადის იმ მოცემულობაში, რომ აქ ამ საერთაშორისო პროექტისთვის მიუღებელი ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამას ბოლო ათლი წლის განმავლობაში ვერანაირი ხერხით ვერ ახერხებენ - ვერც არჩევნების გზით, ვერც კანონიერი გზით, ვერც რევოლუციური გზის აწევით, ვერც ამ მუხტში არასამთვარებო სექტორის ჩართვით, ვერც ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებით და ვერც ამ პროცესებში ამა თუ იმ ქვეყნის ელჩების ჩართვით“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.
ანალიტიკოსის თქმით, არახამია მიეკუთვნება იმ საერთაშორისო პროექტის წარმოამდგენლის ნაწილს, რომელსაც კანონის უზენაესობა არ ეხება. დავით ქართველიშვილის განმარტებით, „ხალხის პარტიის“ თამჯდომარეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ამაზე უკრაინაში თვალს ხუჭავენ.
„არახამია არის „მამაძაღლი“, რომელსაც კანონის უზენაესობა არ ეხება - უკრაინაში ორმაგი მოქალაქეობა დაუშვებელია, მაგრამ ყველა თვალს ხუჭავს იმაზე, რომ არახამია არის აშშ-ს პასპორტის მფლობელი და ასევე უკრაინის მოქალაქეა. ეს უკანონობაა. მეორე - უნამუსობაა ის, რომ რუსეთთან გაგანია ომის დროს, სწორედ არახამია გამოდის ცნობილი რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის დამცველად ბრიტანეთის სასამართლოს წინაშე და სპეციალური წერილითაც მიმართავს. წერილში ვკითხულობთ: „იქნებ ბატონი რომან აბრამოვიჩი გამოიყვანოთ სანქცირებული ოლიგარქების სიიდან. რუსი ოლიგარქი არის უკრაინელი ხალხის დიდი მეგობარი და მას კოლოსალური წვლილი მიუძღვნის რუსი და უკრაინელი ტყვეების გაცვლის პროცესში“. ეს არის ბლეფი. დაუდასტურებული ინფორმაციით, ამ წერილის შეთხზვაში არახამიამ აბრამოვიჩისგან უკვე მიიღო საკმაოდ დიდი თანხა. უფრო დიდი თანხა უნდა მიეღო, თუკი ბრიტანეთის სასამართლო ამ წერილზე რომან აბრამოვიჩის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ არ მიიღო. თუმცა ის ბე, როგორც ჩანს არახამიამ აიღო, რომელიც სოლიდურ თანხას წარმოადგენს“, - განუცხადა for.ge-ს დავით ქართველიშვილმა.
მისივე თქმით, არახამია ივანიშვილს კი მოიხსენიებს ოლიგარქად, მაგრამ თავად გადაიქცა ოლიგარქად.
„არახამია, როდესაც ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს, ამ დროს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობის მძევლობაში ვარდება. 2021 წლის სექტემბერში, როდესაც უკრაინის რადამ მიიღო დეოლიგარქიზაციის კანონი, იქ მკაფიოდ იყო ჩამოწერილი ოლიგარქის შემადგენელი ცნება და ბიძინა ივანიშვილი არც ერთ მათგანში არ ხვდება. ზუსტად, დავით არახამია შეესაბამა ამ ოთხივე კატეგორიას - ანუ, ივანიშვილი უკრაინული კანონის თანახმად არ აწარმოებს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას, ამას აშშ-ს ელჩი კენი დეგნანიც კი აღიარებს. მის მფლობელობაში არც ერთი მედია საშუალება არ შედის, განსხვავებით იმ პოლიტიკური ცენზურისა, რომელიც უკრაინაში ტელემედია სივრცეშია დამკვიდრებული. ივანიშვილს არ ეკუთვნის არც ერთ ბიზნეს სფეროში მონოპოლისტის პოზიცია, რომელიც თრგუნავს ამა თუ იმ ბიზნეს სფერში კონკურენტუნარიან ბიზნეს საქმიანობას. ამიტომ როდესაც საქართველო მიყვება 12 პუნქტიანი დათქმების შესრულებას, გულღიად ამბობს - კი ბატონო, დეოლიგარქიზაციის პუნქტში ჩვენ მზად ვართ ამერიკელების მხარდაჭერილი უკრაინის ანალოგიური კანონი გადმოვიღოთ კალკად და ჩვენი შესაბამისი კანონმდებლობა ავაგოთ. ამ კანონის მიღების შემთხვევაში კანონის დასჯის ქვეშ უამრავი ადამიანი მოყვება, ოღონდ არა ბიძინა ივანიშვილი. აი, დავით არახამია უფრო მიესადაგება კანონის სუბიექტს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.