პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყოფილი თანაგუნდელების პოლემიკის განვრცობა ქვეყნის ინტერესებში არ შედის. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა სახელმწიფოს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამერიკას, რომელიც N1 სახელმწიფოა მსოფლიოში, თავისი ინტერესები აქვს ყველა მიმართულებით. „ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკაც მოვისმინე და პოლემიკაც. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა, მისი გაღრმავება და გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ კრიტიკა და კრიტიკული კითხვების დასმა არ არის საკმარისი და საჭირო. უფრო მეტიც, მინდა ვთქვა და შევახსენო ყველას, რომ ამერიკას, მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული, ძალიან ბევრი დახმარება აქვს გაწეული ჩვენი ქვეყნისთვის, არაერთი მიმართულებით.
ქალბატონი დეგნანი არის ძალიან აქტიური ელჩი და იცით, რომ ის აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროექტების და პროგრამების განხორციელებაში, რომელსაც ამერიკა ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ასეთი პოლემიკით არათუ გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობას ამერიკასთან, არამედ დავასუსტებთ, ამიტომ ჩემი როგორც პრემიერ-მინისტრის ამოცანა და სურვილია, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ და გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის ამ განცხადებამდე პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე მთავრობის მეთაურს და უმრავლესობას მიმართა, რომ უნდა გაემიჯნონ ოთხეულს, რომლებიც მისი თქმით, წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს ნათქვამი, რომ საქართველოს ომში ჩართვა არც არავის უნდა და ეს არც არავის სჭირდება.
„ძალიან ნათელი ნაბიჯებია პრემიერისთვის, მთავრობისთვის და უმრავლესობისთვის გადასადგმელი. პირველ რიგში, ეს არის როგორი აუცილებლობა, მეტი რომ არ შეიძლება. პირველ რიგში, უნდა გაემიჯნოს პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს, თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება ერთი ხელით ვითხოვდეთ ამ პერსპექტივას და შემდეგ კანდიდატის სტატუსს და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ჩვენ ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორს, ხან ევროპის კომისიას და ხან ვაბრალებდეთ სხვადასხვა ევროპელებს და სხვადასხვა პარტნიორებს, რომ ვითომ, მათ უნდათ ჩვენი ჩართვა რაღაც ომში და ეს არის მათი მიზანი. ეს იყოს ძალიან მკაფიოდ ნათქვამი - არავის არ უნდა ჩვენი ომში ჩართვა და არც არავის ჭირდება ჩვენი ომში ჩართვა, ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, როგორიც საბჭოთა პროპაგანდის მანქანის დასრულების მერე არავის სმენია, ცოტა მოვიდეთ გონზე და არ გვინდა ამ რაღაცების მოგონება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
უმრავლესობის ყოფილი წევრი, დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც იმ ოთხეულის ერთ-ერთი ლიდერია, აცხადებს, რომ ოთხეულმა კი არ დაასრულა მოღვაწეობა, არამედ ოთხეული ახლა იწყებს. მისი თქმით, მათმა პრინციპულობამ ხელი უნდა შეუწყოს ჭეშმარიტ პარტნიორულ ურთიერთობებსაც, ისე რომ, ანგარიშგასაწევი იყოს ქვეყნის ეროვნული ინტერესები.
„ფაქტია, რომ ჩვენ მძიმე ტვირთი ვიკისრეთ, ღიად ვისაუბრეთ პოლიტიკურ კულისებში მიმდინარე ისეთ საკითხებზე, რასაც ბევრი ვერ გაბედავდა. სათქმელი კიდევ უფრო მეტი გვაქვს, მაგრამ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ უმჯობესია, ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა არ გახდეს საჭირო. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, ჩემთვის იმის მანიშნებელი იყო, რომ პროცესები სასიკეთოდ წარიმართება.
პრეზიდენტზე კი რა გითხრათ, რომელმაც ვიღაც ოთხეულად მოიხსენია არაერთგზის პარლამენტის წევრები, რომელთა უკანაც ამომრჩეველთა დიდი არმია დგას. მას მინდა შევახსენო, რომ „ამ ვიღაცების“ წყალობით გახდა პრეზიდენტი, რაშიც თავად მისი წვლილი არც მეტი და არც ნაკლები, ნულია“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი, ლევან იოსელიანი დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, ოთხეულმა თავისი თავი ამოწურა. შესაბამისად, ელოდება რიტორიკის შერბილებას.
„ვფიქრობ, რომ ამ ოთხეულის გზავნილები და წერილები დასრულდება. სავარაუდოდ, „ქართულმა ოცნებამ“ რიტორიკის შეცვლა გადაწყვიტა. თავიდანვე უარყოფითად ვაფასებდი მათ გამოსვლებს და კარგი იქნება, თუ ამას წერტილი დაესმება და სტრატეგიული პარტნიორის მიმართ მეტი პატივისცემა იქნება გამოხატული. მთლიანობაში, ველოდები ზოგადად რიტორიკის შერბილებას“, - ამბობს ლევან იოსელიანი.
„ლელოს“ წევრი, დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ ნიუ-იორკისკენ მიმავალ პრემიერს ტაქტიკურად სჭირდება თითქოს დაათბოს აშშ-სთან ურთიერთობები. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შინაგანად გადალახა ის რუბიკონი, რომლის შედეგადაც დემოკრატიული დასავლეთის მას ეშინია.
„პრეზიდენტის ნათქვამი, რომ გაემიჯნოს ოთხეულს, ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს ეჭვი არ ეპარება და ის, რომ ცალკე არიან, ეს იყო თამაში და ახლაც არის თამაში, პრეზიდენტმა თქვა - „დაასრულეთ ეს თამაში“. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ეს წერილები და მთავრობის მესიჯები ერთ ადგილზე იწერებოდა და ხმოვანდებოდა?! ახლა ტაქტიკურად ნიუ-იორკისკენ მიმავალ პრემიერს ცოტა არ იყოს სჭირდება ცოტა თითქოს დაათბოს ურთიერთობები, რადგან ყველა შესაძლო დონიდან ყველა ჩვენი მეგობარი უკიდურესად შეშფოთებული და შეწუხებულია იმ სახელისუფლებო პოლიტიკის გამო, რასაც ბოლო ხანებში ეს ოთხეული ახმოვანებდა და დანარჩენები ძირითადად თავს უქნევდნენ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი დარწმუნებულია, რომ ოთხეული პირდაპირ კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან და ისინი გააგრძელებენ ანტიდასავლურ კამპანიას. რადგან, მისი თქმით, ივანიშვილს აქვს ამოცანა, საგარეო კურსით ევაჭროს პარტნიორებს მის პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
„ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ოთხეულზე ერთგვარი „პოზაა“, თუმცა ყველამ იცის, რომ ოთხეულის განცხადებები მთლიანად „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური კამპანიის ნაწილია. სალომე ზურაბიშვილის განცხადება კიდევ ერთი აღიარებაა უკვე საპრეზიდენტო დონეზე, რომ „ქართული ოცნება“ ახორციელებს ანტიდასავლურ კამპანიას და პრემიერ- მინისტრი, ბუნებრივია, ვერანაირ ოთხეულს ვერ გაემიჯნება“, - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
პრემიერ-მინისტრის შემრიგებლური განცხადება აშშ-ს და აქ მისი ელჩის მიმართ, რომელიც ყველამ თავისებურად გაიგო, ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ოდნავადაც ვერ შეაცვლევინებს არსებულ და ყველასათვის ცნობილ პოზიციას და მიდგომას ამ თემაზე. როგორც ანალიტიკოსი ამბობს, არ იქცევა აშშ-ს ელჩი ისე, როგორც უნდა იქცეოდეს ტრადიციულად ელჩი მასპინძელ ქვეყანაში. მისი თქმით, არც ევროპარლამენტარები არიან ფრთიანი ანგელოზები.
„რეზოლუცია საქართველოზე, რაც მათ 9 ივნისს მიიღეს, ყოველთვის დარჩება სამარცხვინო შავ ლაქად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში! რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადებას, ბევრი მიზეზი შეიძლება ამას ჰქონდეს. ალბათ, რეალური მიზეზები უფრო შიდა პარტიულ სამზარეულოში და იმ შიდა კომუნიკაციებში უნდა ვეძებოთ, რაც მმართველ პარტიას და აშშ-ს შორის შესაძლოა მიმდინარეობდა. დარმწმუნებული ვარ, რომ ასეთი კომუნიკაცია, ალბათ, შედგა და ვფიქრობ, რომ ეს კომუნიკაციაც არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ამ რიტორიკის შერბილების.
მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ღარიბაშვილი ბრიუსელში მიემგზავრება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეხვედრაზე, სადაც თავმჯდომარე იქნება და მას, ამ შეხვედრისთვის შეიძლება დასჭირდა ასეთი რიტორიკის გამოყენება. მაგრამ მესამე მიზეზი ალბათ ის არის, რომ როდესაც ეს მკაცრი რიტორიკა გარკვეულ შედგეს აღწევს და მხარეები დაინახავენ ამ შედეგს, რომელიც შეიძლება იყოს დადებითი, ან უარყოფითი, მერე იწყება პოზიციების გადახედვა - ღირს თუ არა ამ რიტორიკის გაგრძელება“, - აცხადებს ანჯაფარიძე.
გარდა ამისა, ანალიტიკოსის შეფასებით წმინდა პოლიტ-ტექნოლოგიური კუთხითაც „ქართულ ოცნებას“ სჭირდებოდა გამიჯვნა ამ ოთხეულისგან და თავის მხრივ, ოთხეულსაც სჭირდებოდა ის, რომ საზოგადოებაში არ ყოფილიყვნენ აღქმული როგორც „ქართული ოცნების“ ერთგვარი გაგრძელება.
„აქამდე საზოგადოებაში მყარად იყო დამკვიდრებული აზრი, რომ ის, რასაც ეს ოთხეული საჯაროდ ამბობდა, ეს იყო ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ გზავნილები საელჩოს და ზოგადად, დასავლელი პარტნიორების მიმართ. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ ჩათვალეს, რომ საჭირო იყო მათთვის არასასურველი შთაბეჭდილებები საზოგადოებაში, მათ შორის მათ ამომრჩევლების ნაწილში გაექარწყლებინათ და ზღვარი გაევლოთ მათთსა და ამ ოთხეულს შორის.
რაც შეეხება კითხვას, ოთხეულის რიტორიკით დაზარალდა თუ არა ქვეყანა - გააჩნია ვინ, რას გულისხმობს დაზარალებაში. შესაძლოა, ვიღაცისთვის ეს აღიქმებოდეს როგორც დაზარალება. ის ხალხი, ვინც ლაპარაკობს, რომ საქართველო დაზარალდა, მათ აქვთ ერთგვარი სერვილიზმით გაჟღენთილი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ. ანუ, პატრონყმური დამოკიდებულება, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორზე არ შეიძლება რამე კრიტიკური შენიშვნაც კი დაგცდეს.
არავინ ეკითხება ელჩს ვის დანიშნავს საქართველოს სახალხო დამცველს და რა პროცედურებით იქნება არჩეული. ეს არის საქართველოს შიდა სუვერენული საქმე, ისევე როგორც არავის საქმე არ არის როგორ მოსამართლეებს ავირჩევთ. კი, ბატონო შეიძლება საუკეთესო კანდიდატები არ იყვნენ, მაგრამ ეს არაა საელჩოს საქმე, რომ მოსთხოვონ ქვეყანას შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნა და ა.შ. როდესაც შენ ამაზე საუბრობ ხმამაღლა, ამით ამბობ, რომ პარტნიორული ურთიერთობები უნდა ემყარებოდეს თანასწორუფლებიანობის და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების პრინციპს, რომ ზედმეტად არ მოხდეს ქვეყნის სუვერენულ საქმეებში ჩარევა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მთელს ამ პროცესში ხელისუფლების პოზიციამ პირველად ნახა დღის სინათლე. თუმცა, მისი თქმით, აქ მნიშვნელოვანია მთავრობის მეთაურის განცხადება, რომელსაც თავის განცხადებაში არ უთქვამს კელი დეგნანი მართალი იყო და მთელი ეს კამპანია იყო ტყუილი.
„მან თქვა, რომ შევწყვიტოთ ეს კამპანიაო. ასე რომ, პრემიერმა კი არ გაამართლა ერთი ან მეორე მხარე, არამედ როგორც თქვენ აღნიშნეთ - დახურულად გამოაცხადა ნადირობის სეზონი და ეს ტოვებს იმის საფუძველს, რომ თუ რაიმე შეიცვლება, შეიძლება ნადირობის სეზონი ხელახლა გაიხსნას. არ არის გამორიცხული, რომ თვითონ ამერიკული მხარის ინიციატივა იყოს შეჩერდეს ეს პროცესი.
ამერიკული მხარისთვის სამარცხვინოა ის ბრალდებები, რაც გაისმა და რაც უარყოფილი არ ყოფილა, იგივე მოსამართლეების არჩევისა, თუ ჩარევების თაობაზე. ქვეყენის შიდა საქმეებში რომ ელჩი არ უნდა ჩაერიოს და მით უმეტეს სასამართლო კორპუსის მიმართ არ უნდა ჰქონდეს ასეთი სადამსჯელო ღონისძიების სურვილი, ამას არ სჭირდება ამერიკა, ეს ქრესთომათიების დონეზეა. სახელმწიფობერიობის დონეზე არის დარღვევა და ამ დარღვევების გახმაურება ამერიკას, წესით, არ უნდა აწყობდეს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგის განცხადებით, ყველასთვის ცხადია, რომ ბრძოლის ის ფორმა, რაც გამოცხადებული იყო აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ, არ იყო დეგნანთან ბრძოლა, რადგან, თვითონ დეგნანი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა.
„როგორც ჩანს, აქ იგულისხმებოდა ამერიკის გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების პოლიტიკური ინტერესები და ზეგავლენა, რაც დეგანანის ამ მოძრაობაში გამოიხატა. ამიტომ, ამერიკისთვის უხერხულია საქართველომ წამოწიოს ის საკითხები, რომელსიც თავად ამერიკის ხარვეზებზე, ან ნაბიჯებზე იქნება მითითება. თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ დემოკრატიის პირობებში ქვეყნის ზომას და კუნთებს არ აქვს მნიშვნელობა და მხოლოდ სამართლიანობას აქვს მნიშვნელობა, მაშინ უნდა მიაჩნდეთ ისიც, რომ ამერიკა ამოვა სამართლიანობის პრინციპიდან და არა იმის პრინციპიდან, რომ მას უფრე მეტი კუნთები აქვს, ვიდრე საქართველოს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ პატარა საქართველომ თავისი საზოგადოების უმრავლესობის სახელით „გაბედა“ და ზესახელმწიფოს ელჩს დაუსვა ღიად კითხვები, ამით მოახდინა ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი საზოგადოების პოზიციონირება როგორც პარტნიორი ქვეყნისა და არა როგორც კოლონიარული წარმონაქმინისა და სწორედ ეს ილუზია დაიმსხვა და ამით მოხდა ძალიან კარგი რამ - ამერიკას პატარა საქართველომ თავისი საზოგადოების უმრავლესობის სახელით, მიმართა როგორც თანაბარუფლებიანმა პარტნიორმა და არა მონამ, არა მეორე ხარისხოვანმა ვიღაცა მეკავშირემ.
„ეს იყო ყველაზე მთავარი, რაც საზოგადოებამ დაინახა. როგორც ჩანს, ასეთი მიდგომა და ასეთი სითამამე მოულოდნელი აღმოჩნდა ქალბატონი კელი დეგნანისთვის და ეს უხერხულობა ჩანდა კიდეც მის არადამაჯერებელ პასუხებში და არადეკვატურ განცხადებებში. ყველამ დავინახეთ, რომ აი, ამ მიდგომამ რაღაცა დისონანსი შეიტანა ამ ქალბატონის დამოკიდებულებაში საქართველოსთან და მის უმრავლესობასთან მიმართებაში.
რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადებას, მე, პირადად დავინახე, რომ ამ ოთხეულის ეპისტოლარული ჟანრი აშშ-ის ელჩთან მიმართებაში, შეუმჩნეველი არ დარჩენილა ვაშინგტონისთვის, სადაც სწორად აღიქვეს არსებული შექმნილი ვითარება. ის ფსონი, რასაც ელჩი დებდა გაკოტრებული ლიდერის, პოლიტიკური პოტენციალისა და იდეის გარეშე დარჩენილ რაღაცა ადამიანთა ჯგუფზე, აი, ამ ფსონის დადებას შეიძლება გადაყოლოდა უფრო მნიშვნელოვანი რამ, რაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში იქნებოდა ფატალური.
ამიტომ, ვხედავ პირველ ნაბიჯს, რომელიც გააკეთა ამ სიგნალზე პასუხად აშშ-მა, მათ საქართველოში გამოუშვეს აშშ-ის სახელწმიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მთავარი მრჩევლის სტატუსით ძალიან გამოცდილი დიპლომატი, რომელსაც უნდა მოეგვარებინა ამ რეგიონში არსებული ეს ორაზროვანი სიტუაცია, როგორც სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, ასევე საქართველოში. როგორც ჩანს, ამ ადამიანმა პირველი ნაბიჯები გადადგა, სწორი ინფორმაცია მიაწოდა ვაშინგტონს და არ გამოვრიცხავ ვაშინგტონსა და თბილის შორის განხორციელებულიყო კომუნიკაცია, რა დროსაც აბსოლუტური გაგება იქნება მიღწეული პოზიციებში და არ არის გამორიცხული, რომ გამოთქმული იყო თხოვნა - ყველაფერი გასაგებია და იქნებ კელი დეგნანთან მიმართებაში ხისტი და კრიტიკული რიტორიკის გრადუსმა დაიწიოს და გავაგრძელოთ ურთიერთობა. ამიტომ, ამ რაკურსით დავინახე პრემიერის განცხადება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
ქართველი ერი, სრულიად საქართველო, რომელსაც ათადან და ბაბადან მრავალ საუკუნოვანი ისტორია აქვს, არავის მონა არ ყოფილა, დედამიწაზე არსებული არცერთი ერის წინაშე ქედი არ მოუხრია, მეგობრობით, თანადგომით, თანამშრომლობით, რაინდობითა და კეთილშობილობით ყველა ერისაგან ვისთანაც შეხება ქონდა (თვით დიდი იმპერიების გადარჩენისთვის) და აქვს ყოველთვის მადლიერება და კეთილგანწყობა, დაუმსახურებია, თუმცა შემდეგ მათგან უმადურობის გარდა სხვა არაფერი შეხვედრია, მაგრამ მისი წვლილი დედამიწის ისტორიას აქვს ჩაბეჭდილი მეხსიერებაში და ყოველი გასაჭირის დროს დედა მიწა ყოვეთვის იცავს მას!
ეს მსოფლიო ტერორისტები(გრეგორიევა კრემონა ფოგიტები) ვისი ხელის დაქნევაზე მოგროვდნენ თბილისში ?/
ვის ააქვს იმდენი ძალა და შესაძლებლობა რომ ერთი თითის დაქნევაზე ,,საკაიკაცოდ,, ამდენ ჩათლახს მოუყაროს თბილისში თავი ??
ჰოოდა ......ესენი რუსებზე უარესები არიან...ესენი არიან