გაეროს ბირთვული კონტროლის ჯგუფის ინსპექტორები უკრაინაში ჩავლენ და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ეწვევიან, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, ელექტროსადგურში ინსპექტორების ვიზიტი მიმდინარე კვირის ბოლოსაა დაგეგმილი.
„ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინისა და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება“, - დაწერა მან Twitter-ზე.
ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურია. რუსულმა ძალებმა ის 4 მარტს აიღეს. „მას შემდეგ, დამპყრობლები ქარხანაში სამხედრო ტექნიკასა და საბრძოლო მასალას ათავსებენ და მიმდებარე ტერიტორიას ბომბავენ“, - წერს უკრაინული მედია.