რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მათ ისრაელ-ირანის კონფლიქტი, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.
თურქული მედიის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა გამოთქვა ანკარას მზადყოფნა, იმოქმედოს ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის უკონტროლო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. მისივე თქმით, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები დავის მოგვარების „ერთადერთი გზაა“.