ისრაელმა თეირანთან ორი ნავთობტერმინალი დაბომბა

ისრაელმა თეირანთან ორი ნავთობტერმინალი დაბომბა

ისრაელმა თეირანთან ორ ნავთობტერმინალზე, მათ შორის შაჰრანის ნავთობის საცავზე მიიტანა იერიში. ინფორმაციას ირანის ნავთობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს საინფორმაციო სააგენტო SHANA წერს, რომ „სიტუაცია სრულად კონტროლს ექვემდებარება“.

ისრაელის თავდაცვის ძალებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ამჟამად არ გაუკეთებია.