მეორე დღეა, ირანში საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავებს ცდიან.
სამხედრო წვრთნაში 150 დრონია ჩართული. მანევრების მიზნად, ირანის საჰაერო თავდაცვისა და ელექტრონული ომის შესაძლებლობების შემოწმება სახელდება. ირანში უპილოტო თვითმფრინავების გამოცდა შეერთებული შტატების შეშფოთებას იწვევს. ვაშინგტონში შიშობენ, რომ თეირანი უკრაინაში გამოსაყენებლად, მოსკოვისთვის ასობით უპილოტო თვითმფრინავის მიწოდებას გეგმავს.