მსოფლიოში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სამხრეთ კორეაში დაფიქსირდა

მსოფლიოში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სამხრეთ კორეაში დაფიქსირდა

სამხრეთ კორეაში შობადობის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რის გამოც ის მსოფლიოში შობადობის ყველაზე დაბალი კოეფიციენტის მქონე ქვეყანა კიდევ ერთხელ გახდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შობადობის კოეფიციენტი ერთი ქალის მიერ გაჩენილი ბავშვების საშუალო რაოდენობაა. თუ ის 2.1-ზე დაბალია, გარკვეული პოპულაცია შემცირებას იწყებს. 2018 წლიდან სამხრეთ კორეაში ეს კოეფიციენტი 1-ზე დაბალია, წელს კი რეკორდულ მინიმუმს - 0,81-ს მიაღწია.

შედარებისთვის, მსოფლიოს მოწინავე ეკონომიკების მქონე სახელმწიფოებში შობადობის კოეფიციენტი 1,6-ია.

სპეციალისტების მოსაზრებით, მოსახლეობის კლება ქვეყანას სეროზულ პრობლემებს შეუქმნის - გაიზრდება წნეხი ჯანდაცვისა და საპენსიო ხარჯებზე, წარმოიქმნება სამუშაო ძალის დეფიციტი, რაც ეკონომიკას დააზიანებს.

2020 წელს სამხრეთ კორეაში პირველად გარდაცვლილთა რაოდენობამ ახალშობილების რიცხვს გადააჭარბა.

ამასთან, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საუკუნის ბოლოს მთელს მსოფლიოში შობადობის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად შემცირდება.