მედიის ინფორმაციით, ისრაელმა ირანის თავდაცვის სამინისტროს შენობაზე იერიში მიიტანა

მედიის ინფორმაციით, ისრაელმა ირანის თავდაცვის სამინისტროს შენობაზე იერიში მიიტანა

ისრაელმა ირანის თავდაცვის სამინისტროს შენობაზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას BBC ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

იერიშის შედეგად ირანის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი შენობა დაზიანდა. ასევე, დაზიანებულია თავდაცვის სამინისტროს ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაციის შენობა.