ოტავაში უინსტონ ჩერჩილის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო მოიპარეს

ოტავაში უინსტონ ჩერჩილის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო მოიპარეს

ოტავაში დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო მოიპარეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

მედიის ცნობით, ფოტო იმით არის გამორჩეული, რომ მასზე ჩერჩილი სიგარის გარეშეა აღბეჭდილი. სურათი კანადელმა ფოტოგრაფმა იუსუფ ქარშმა 1941 წლის დეკემბერში გადაიღეს, ჩერჩილის კანადის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ. სურათს „ღრიალა ლომი“ ჰქვია. ეს სახელწოდება მან ფოტოსესიის დროს მომხდარი ინციდენტის გამო მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, პირდაპირ გადაღებამდე ქარშმა ნებართვის გარეშე წაართვა ჩერჩილს სიგარა, რის გამოც ყოფილმა პრემიერმა კამერისკენ გაბრაზებულმა გაიხედა, რის შემდეგაც თქვა: „ღრიალა ლომსაც აიძულებთ ადგილზე გაჩერდეს, ფოტო რომ გადაიღოთ“.

ფოტო სასტუმრო „შარო ლორიში“ ინახებოდა. უქმეებზე სასტუმროს თანამშრომლებმა შეამჩნიეს, რომ ვიღაცამ ფოტო ასლით შეცვალა.