ესპანური სადაზვერვო სამსახურები არ გამორიცხავენ რუსეთის თავდასხმას უკრაინის ნებისმიერ ქალაქზე, ისევე როგორც გაზის მიწოდების შეწყვეტას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა განუცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი ძალიან ჰგავს პირველ და მეორე მსოფლიო ომებს.
„რუსეთისგან მომდინარე საფრთხე მუდმივია. ყველა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები გვაფრთხილებენ, რომ პუტინი შეიძლება კვლავ დაესხას თავს კიევს და სხვა ქალაქებს, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სოლიდარობა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში. მძიმე ზამთარი გველოდება: რუსეთი გამოიყენებს ყველა სახის ინსტრუმენტი, მათ შორის გაზის მიწოდების შეწყვეტა. ეს არის მე-20 საუკუნისთვის დამახასიათებელი ომი, ის ჰგავს პირველ და მეორე მსოფლიო ომებს. ეს ომი იქნება ხანგრძლივი, ძალიან რთული და ძალიან სასტიკი“, - განაცხადა მარგარიტა რობლესმა.