მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი for.ge-თან საუბარში, კიდევ ერთხელ, ადასტურებს, რომ აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების ზეწოლის შედეგად, ხელისუფლება იძულებული გახდა, ციხიდან გამოეშვა ადამიანები, რომელთაც დანაშაული ნამდვილად ჰქონდათ ჩადენილი და განაჩენი სამართლიანი სასამართლოს პირობებში იყო გამოტანილი. სწორედ, მათ აიძულეს ხელისუფლება, მიეღო აბსოლუტურად უსამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილება და დამნაშავეები ციხიდან გამოეშვა.
for.ge სოზარ სუბარს ესაუბრა.
ძალიან ხმაურიანია თქვენი განცხადებები, რომლის სამიზნე არის აშშ-ის ელჩი. ბატონო სოზარ, კიდევ უნდა ველოდოთ მორიგ განცხადებებს და უკვე ფაქტებსაც, რომელიც ადასტურებს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ელჩის ჩართულობას?
სოზარ სუბარი: არავითარი სამიზნე არ გვყავს, ჩვენი ყველა განცხადების მიზანი სამშობლოსთვის საფრთხის თავიდან აცილებაა და მეტი არაფერი. ბუნებრივია, სასურველი იყო, ამის თქმა არ დაგვჭირებოდა, მაგრამ იძულებული გავხდით ბევრი რამ, რაც პოლიტიკის კულუარებში ხდებოდა, გამოგვეტანა ხალხის სამსჯავროზე. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტია ის ინფორმაცია, რისი თქმისგანაც ჯერჯერობით თავს ვიკავებთ. ჩვენს განცხადებებს ერთადერთი მიზანი ჰქონდა - მოგვეხდინა შესაძლო საფრთხეების პრევენცია და შეგვესუსტებინა ის ზეწოლა, რომლის მიზანი საქართველოს ომში ჩართვაა. ომში ჩართვა არის ყველაზე დიდი საფრთხე, რაც დღეს ჩვენს ქვეყნის წინაშე დგას და სწორედ ამიტომ დავიწყეთ პოლიტიკური კულუარების საჯაროდ გამოტანა, დავიწყეთ ეტაპობრივად და ძალიან დოზირებულად. თავდაპირველად, უბრალოდ, კითხვები დავსვით და როცა ამ, სრულიად ლეგიტიმურ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ, მეტიც, პასუხების ნაცვლად შეურაცხმყოფელი განცხადებები მოვისმინეთ, მხოლოდ შემდეგ დავიწყეთ უფრო მეტი ინფორმაციის გავრცელება.
ამ კითხვების უკან დგას კონკრეტული ინფორმაციები?
- ბუნებრივია. ყველანი ვიყავით მმართველი გუნდის წევრები და მაღალი პოლიტიკური თანამდებობები გვეკავა. შესაბამისად, ზუსტად ვიცოდით, რამდენი მცდელობა იყო ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის - არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის, დამნაშავეთა ციხიდან გათავისუფლების, სასამართლო ხელისუფლების მიტაცების და ა.შ. ჩვენ, გუნდთან ერთად, ვეწინააღმდეგებოდით ამ მცდელობებს, თუმცა, ბევრ დათმობაზეც გვიწევდა წასვლა, რადგან სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა და მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, როდესაც დაიწყო აშკარა მცდელობა, რომ საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩართულიყო, ეს იყო ბოლო წვეთი, როცა დუმილი უკვე აღარ შეიძლებოდა. ერთადერთი ძალა, რომელსაც ამ საფრთხეების თავიდან აცილება შეუძლია, ხალხის ინფორმირებაა. ხალხმა უნდა იცოდეს, რა ხდება და შემდეგ ხალხი თვითონ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ადვილია საზოგადოების ემოციებზე თამაში. როცა ყოველდღე პირდაპირ ეთერში ვხედავ, როგორ იბომბება უკრაინის ქალაქები და სოფლები, როგორ კვდებიან უდანაშაულო ქალები და ბავშვები, როცა კარგად გვახსოვს, ბოლო 30 წლის განმავლობაში იგივე ტრაგედია რამდენჯერ გადავიტანეთ ჩვენს სამშობლოში, კიდევ გავიმეორებ - ადვილია, ხალხის გულწრფელი ემოცია და თანაგრძნობა შენთვის სასურველ კალაპოტში წარმართო. ადვილია, ხალხს უთხრა - ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ გვერდით დაუდგეს მოძმე უკრაინელ ხალხს და ამიტომ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება.
თუმცა, ხალხი მალე მიხვდა, რომ ემოციებზე ამგვარი თამაშის მიზანი ქვეყნის ომში ჩართვა იყო და ყველამ კარგად იცის, თუნდაც ჩვენი ბოლო ათწლეულების გამოცდილებით, რამდენად დამღუპველი იქნება ომის დაწყება საქართველოსთვის. შასაბამისად, მოხდა პირიქით - გაიზარდა ხალხის მხარდაჭერა ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ. ამის შემდეგ დაიწყო შემოვლითი გზით საქართველოს ომში ჩათრევის პერმანენტული მცდელობები, მაგალითად: მივცეთ უფლება თვითმფრინავს, დაჯდეს თბილისის აეროპორტში და წაიყვანოს მოხალისეები უკრაინის ომში; ან - გადაეცეთ უკრაინას სამხედრო ტექნიკა, მაგალითად სამხედრო თვითმფრინავები და ა.შ. და ა.შ. როცა ამგვარმა მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო, საქმეში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაც კი ჩართეს და ამით სცადეს ხელისუფლების მიმართ ხალხის უკმაყოფილების გამოწვევა.
სწორედ ამ საფრთხეების გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, თორემ წლების განმავლობაში საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ბევრი მცდელობა გვინახავს და ბევრი ისეთი ზეწოლა მოგვითმენია, რაც პირდაპირ ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას ნიშნავდა. ბუნებრივია, ეს მცდელობები ყოველთვის წარმატებული არ იყო, მაგრამ ყოველთვის თავს ვიკავებდით მათი გახმაურებისგან და ჩვენი პარტნიორების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებისგან.
შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?
- მაგალითად, იყო პირდაპირი ზეწოლა, რის გამოც ხელისუფლება იძულებული გახდა, ციხიდან გამოეშვა ადამიანები, რომლებსაც სასამართლოს მიერ მისჯილი ჰქონდათ სასჯელი. ყველამ კარგად იცოდა, რომ ამ ადამიანებს დანაშაული ნამდვილად ჰქონდათ ჩადენილი და ყველამ იცოდა, რომ განაჩენი სამართლიანი სასამართლოს პირობებში იყო გამოტანილი, თუმცა ხელისუფლება მაინც იძულებული გახადეს, მიეღო აბსოლუტურად უსამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილება და დამნაშავეები ციხიდან გამოეშვა.
აშშ-ის ელჩის ჩარევის საფუძველზე გამოუშვეს უმძიმეს საქმეზე ბრალდებულები - გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი? სხვათა შორის, ოქრუაშვილი დღემდე აგრძელებს პროვოკაციულ განცხადებებს, როდესაც ადამიანებს მოუწოდებს რუს ტურუსტებს უნდა ესროლონ მოლოტოვის კოქტეილი...
- დიახ, თუმცა არც ევროკავშირის ელჩი იჯდა გულხელდაკრეფილი. სხვათა შორის, ქალბატონმა კელი დეგნანმა საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ თავისი ხედვა მკაფიოდ გათქვა, როცა 17 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში 20 ივნისის მოვლენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დამკვიდრებული ტერმინი - „გავრილოვის ღამე“ - უწოდა და ამ ყველაფერში ხელისუფლება დაადანაშაულა. თითქოს უმძიმეს დანაშაულთა სერია - პარლამენტში შეჭრის მცდელობა, პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებები და შეჭრის ორგანიზება, პოლიციელებზე თავდასხმები, მათი მოტაცებება, ცემა და მათთვის იარაღის და სხვა აღჭურვილობის წართმევა - არც კი ყოფილა.
ეს არის ორმაგი სტანდარტი, როცა კაპიტოლიუმში შეჭრა დანაშაულია, ხოლო საქართველოს პარლამენტში შეჭრის მცდელობას და პოლიციელებზე თავდასხმებს დემოკრატიული პროცესის ნაწილად მიიჩნევ. რაც შეეხება რუსი ტურისტების მკვლელობისა და მოლოტოვის კოქტეილის სროლისკენ მოწოდებებს, უკვე ეს მოწოდება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და მასზე შესაბამისი რეაგირებაა საჭირო. თანაც, მსგავსი მოწოდებები ფაშიზმისა და ქსენოფობიის გამოვლინებაა.
ყველაზე გამაოგნებელი კი ის არის, რომ ქსენოფობიისა და საზოგადოებაში ეთნიკურ ნიადაგზე სიძულვილის დანერგვას სწორედ ის ადამიანები უწყობენ ხელს, ვინც ყველაზე მეტად უნდა იბრძოდნენ ამის წინააღმდეგ. ვგულისხმობ იმ ე.წ. „ენჯეოშნიკებს“, რომელთა მთავარი მიზანი, თითქოს, ადამიანის უფლებების დაცვა უნდა იყოს, ასევე სახალხო დამცველს და ა.შ.
ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთს დავამატებ: უბრალო მოქალაქეებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, მათ მიმართ მუქარა და შევიწროება მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო მხოლოდ ფაშიზმისა და ქსენოფობიის კი არა, უღირსობისა და სიმხდალის გამოვლინებაცაა. თუ ბრძოლა და კოქტეილების სროლა უნდოდათ, ამისი ასპარეზი ჰქონდათ უკრაინაში. ყველას გვახსოვს, უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში როგორ გავარდა არაერთი პოლიტიკოსი ვითომ საბრძოლველად. არანაირი მოლოტოვის კოქტეილი იქ არ სჭირდებოდათ, ყველაზე თანამედროვე იარაღიც ჰქონდათ და მტერიც ცხვირწინ ჰყავდათ, მაგრამ მრისხანე ინტერვიუების იქით მათი საქმიანობა არ წასულა და ხმაურით წასულები მალევე უჩუმრად გამოიპარნენ უკან. და ახლა, გადაწყვიტეს, რომ მშვიდობიან მოქალაქეებთან - ტურისტებთან თუ უბრალოდ რეჟიმს გამოქცეულ ადამიანებთან - გამოიჩინონ სიმამაცე. ასე მათთვისაც უსაფრთხოა და ქვეყანასაც ასე უფრო დააზიანებენ - მათი მიზანიც სწორედ ეს არის.
ზემოთ თქვით, რომ ხდებოდა დამნაშავეების ციხიდან გამოშვება გარე ჩარევების შედეგად. კონკრეტულად ორქუაშვილი-უგულავას განთავისუფლებას რაც შეეხება, რა დოზით იყო აქ ჩართული აშშ-ის საელჩო და უშუალოდ ელჩი?
- ამაზე უკვე ვილაპარაკეთ ჩვენს განცხადებაში და ამაზე მეტს ამ ეტაპზე არ ვიტყვი, თუმცა, რაც მოხდა, ისედაც დღესავით ნათელია. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს პირები დააკავეს და ბრალი წაუყენეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო. არანაირი ეჭვი, თითქოს ეს დანაშაული არ იყო ჩადენილი, არ არსებობდა. შესაბამისად, ვერ იარსებებდა მათი გამოშვების რაიმე მოტივაცია, რომ არ ყოფილიყო ზეწოლა ხელისუფლებაზე. მათი გათავისუფლება მოხდა ხელისუფლებაზე გარე ზეწოლის შედეგად და ეს იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი ჩარევა მართლმსაჯულებაში და დამოუკიდებელი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში.
მეორე შემთხვევაში ზეწოლამ უფრო ღია ხასიათი მიიღო და ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნა პირდაპირ ჩაიწერა ე.წ. „შარლ მიშელის“ შეთანხმებაში. თანაც, ფორმულირება იყო ასეთი - მხარეებს შორის უნდა დაიწყოს მოლაპარაკება პოლიტიკურად მიჩნეული ორი სისხლის სამართლის საქმის შესახებო. ანუ, მართლმსაჯულების საკითხები პირდაპირ აქციეს პოლიტიკოსებს შორის შეთანხმების საგნად მხოლოდ იმიტომ, რომ რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში არ შედიოდა.
ცხადია, ესეც იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი ჩარევა ქვეყნის სუვერენიტეტში როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის, ისე აშშ ელჩის მხრიდან. იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რამდენი ანტიკოსტიტუციური და დემოკრატიული პრაქტიკისთვის მიუღებელი მოთხოვნა ჩაიწერა ამ შეთანხმებაში მხოლოდ იმიტომ, რომ როგორმე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალაუფლების ბერკეტები გადაენაწილებინათ.
აშკარაა, რომ საზოგადოებაში იზრდება ანტიდასავლური განწყობა - ეს განწყობა, დიდწილად, პირდაპირ კავშირშია თქვენს განცხადებებთან, რომ ელჩები ცდილობენ ხელისუფლების შეცვლას და პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებას?
- ვერ დაგეთანხმებით, რომ ანტიდასავლური განწყობები იზრდება, პირიქით, ბოლო კვლევებმა აჩვენა, საქართველოში დასავლური ინტეგრაციის მისწრაფებებს ისტორიულად ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს. თუმცა, ქართული საზოგადოება უფრო ფხიზლად არის და უფრო მეტად უფრთხილდება თავის სუვერენიტეტს. ყველა ხედავს საფრთხეს, რაც შეიძლება საქართველოს ომში ჩართვამ გამოიწვიოს; ყველა ხედავს, როგორ ცდილობენ უსამშობლო ადამიანები - რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ბობოლა ენჯეოეშნიკები და ოპოზიციური ტელეარხების მფლობელები თუ წამყვანი ჟურნალისტები - საქართველო ომში ჩაითრიონ; ყველა ხედავს, რომ აშშ-ს ელჩი, არაერთი მოწოდების მიუხედავად, არც გმობს და არც ემიჯნება ამგვარ მცდელობებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ თუ თვითონ არ ახდენს ამის კოორდინაციას, მინიმუმ, მხარს მაინც უჭერს.
რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვიწევენ. მეორე მხრივ, მოულოდნელი არავისთვის იქნება, თუ ვიტყვით, რომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს და, როდესაც დიდ საჭადრაკო დაფაზე დიდი პარტია თამაშდება, დიდი მოთამაშეები ბუნებრივად ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას, ისეთი უპირატესობის, რომელიც ათწლეულებისა და შეიძლება ასწლეულების განმავლობაშიც განსაზღვრავს მომავალი სამყაროს დღის წესრიგს. ასეთ დროს დიდ ინტერესებს ხშირად ეწირება მეგობრობა და კეთილი სურვილები. ჩერჩილის სიტყვებია - „ინგლისს არ ჰყავს მუდმივი მეგობრები. ინგლისს აქვს მუდმივი ინტერესები“. ეს ინტერესები ხშირად პლივალირებს ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკაში. ოღონდ, როგორც ხდება ხოლმე, ამგვარი პოლიტიკის გატარების ბერკეტები ძლიერ მოთამაშეებს აქვთ და ხშირად ეს სუსტი ქვეყნების ინტერესების ხარჯზე ხდება.
ფაქტია, რომ მსოფლიო დღის წესრიგი, უსაფრთხოების ის სისტემა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, ჩვენს თვალწინ ინგრევა, ახალი სისტემის კონტურები კი ჯერ არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი გადასახედიდან. დიდი მოთამაშეების ამოცანაა, როცა უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა დაიწყება, მოწინააღმდეგე მაქსიმალურად დასუსტებული იყოს, თვითონ კი პირიქით - ბევრად უფრო ძლიერი.
ჩვენი ამოცანა გაცილებით მოკრძალებულია - არ მოვყვეთ ამ ნანგრევებში. ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს - ქვეყნის გამთლიანება, ეკონომიკის გაძლიერება და ხალხი კეთილდღეობის ზრდა, დემოკრატიის განმტკიცება, დასავლური ინტეგრაცია და ა.შ. თუ მშვიდობა არ იქნება, არათუ ეს მიზნები დაგვრჩება განუხორციელებელ ოცნებად, არამედ კიდევ ერთხელ დავდგებით სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე, თანაც დიდი ხნით, აღარაფერს ვამბობ ნგრევაზე, მსხვერპლზე და ა.შ. რასაც ყოველდღე ვუყურებთ უკრაინაში.
ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა რჩება ისევ აშშ-ის საელჩოს მთავარ გეგმად? ოპონენტები ხშირად ბრალს გდებენ იმაში, რომ თქვენ ავრცელებთ რუსულ ნარატივებს და, რომ აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ განცხადებები სწორედ რუსულ გეგმას ემსახურება...
- როდესაც ქალბატონ კელი დეგნანს ვუსვამთ კითხვებს, პასუხის ნაცვლად ვისმენთ ლაპარაკს რუსულ ნარატივზე, ანტიდასავლურობაზე და ა.შ. ანტიდასავლურობა და ანტიდემოკრატიულობა სწორედ ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის არიდება და ხალხის ზურგს უკან საქმეების კეთების მცდელობაა.
როდესაც ელჩი ყველაფერს აკეთებს, რომ ისეთი კანონები მივიღოთ, რომლის მსგავსიც არ არის არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში; როდესაც ამ კანონების მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ვერ მოხდეს ვერც ერთ საკვანძო თანამდებობის პირის დანიშვნა თუ არჩევა; როდესაც ფაქტია, რომ ამ კანონების მიღება მმართველობის სისტემის სრულ კოლაფსს გამოიწვევს, რომლითაც ერთადერთი პოლიტიკური ძალა - „ნაციონალური მოძრაობა“ ისარგებლებს; როდესაც პარლამენტში შეჭრის მცდელობებს და პოლიციელებზე თავდასხმებს, რაც უმძიმესი დანაშაულია, ელჩი აბრალებს ხელისუფლებას და, იმის ნაცვლად, რომ დანაშაული დაგმოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დამკვიდრებული ტერმინს - „გავრილოვის ღამეს“ - იყენებს და ამით მკაფიოდ გვეუბნება, რომ მისი სიმპათია დანაშაულის ჩამდენთა მიმართ არის; როდესაც ელჩის ზეწოლის შედეგად ხელისუფლება მიდის გაუმართლებელ დათმობებზე და ამ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენთ სასჯელისგან ათავისუფლებს; როდესაც ელჩი ყველანაირად უცხადებს თანადგომას რადიკალური ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ იმ მედიაწარმომადგენლებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ საქართველოს ომში ჩასართავად, რომლებიც ეთნიკური წარმომავლობის გამო ადამიანების დევნისა და სიძულვილის კამპანიებს ატარებენ; და, როდესაც... ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ელჩი დღესაც ყველაფერს აკეთებს, რათა „ნაციონალური მოძრაობა“ მოიყვანოს ხელისუფლებაში, რადგან ეს ის ძალაა, რომელიც დაუფიქრებლად ჩართავს საქართველოს ომში, როგორც კი ელჩისგან მსგავსი ინსტრუქცია წამოვა.
თქვენი განცხადებების შემდეგ შეწყდა ზოწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე?
- ჩვენ აღარ ვართ მმართველ გუნდში, ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ კულუარული ზეწოლები შესუსტდებოდა. სამაგიეროდ, გააქტიურდა ქსენოფობიური კამპანიები, გაძლიერდა პოლიტიკური პოლარიზაცია. საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ საპარლამენტო უმრავლესობასთან თანამშრომლობაზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საგზაო რუკაზე მუშაობის პროცესში და რაღაც პარალელურ სტრუქტურებს ქმნიან. ზოგიერთი პოლიტიკოსი, მაგალითად, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საერთოდაც ღიად მოუწოდებს სახელისუფლო შენობების შტურმისკენ და სახელმწიფო გადატრიალებისკენ და ა.შ.
ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთი განცხადება ქალბატონი კელი დეგნანისგან, რომ ეს დაუშვებელი ქმედებები და მოწოდებებია, რომ ეს დანაშაულია. არადა, იგი ყველაფერს ეხმაურება და ყველაფერზე აკეთებს ხოლმე განცხადებას. მაგალითად, აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს ჯერ კიდევ მანამ, სანამ ამ გადაწყვეტილების დასაბუთება გამოქვეყნდება; აფასებს კანონმდებლობას და პირდაპირ ინსტრუქციებს იძლევა, რა საკანონმდებლო ნორმები მივიღოთ და რა გავაუქმოთ; ინსტრუქციებს იძლევა, ვინ დაინიშნოს უვადო მოსამართლედ და ვინ არა და ა.შ.
ახლახან ქალბატონი დეგნანმა ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „ფორმულას“, სადაც ნათლად დავინახეთ, რომ მისი გეგმები არ შეცვლილა, თუმცა, ჩვენი უმთავრესი მიზანი საზოგადოების ინფორმირებაა. როდესაც ხალხს აქვს სწორი და საკმარისი ინფორმაცია, ის ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
რა შეიძლება ყოფილიყო მოთხოვნა, რის გამოც ამ ყველაზე რთულ პერიოდში ელჩი ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე სამი საათი ელაპარაკებოდა ბიძინა ივანიშვილს?
- ელჩმა ყველანაირად სცადა, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ გაეცა და, ბიძინა ივანიშვილს რომ არ დაედასტურებინა, რომ შეხვედრა შედგა, ის ამ ფაქტს დამალავდა. თავისთავად ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს - ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული არაფორმალური სანქციები პიკს აღწევს, შედგა სამსაათიანი შეხვედრა, რომლის შინაარსს დღემდე საგულდაგულოდ მალავს ელჩი. ერთადერთი მიზანი შეიძლებოდა ამ შეხვედრას ჰქონოდა - რადგან ელჩმა ვერ შეძლო საქართველოს ხელისუფლების დაყოლიება, რომ საქართველო ომში ჩართულიყო, ეს საქმე ბიძინა ივანიშვილს უნდა გაეკეთებინა - ან პოლიტიკაში დაბრუნებით, ან მისი ავტორიტეტის გამოყენებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის არაფორმალური სანქციებიც, რაც ბიძინა ივანიშვილს დაუწესდა, თორემ, როცა სანქციების დაწესების საფუძველი არსებობს, დასავლეთში ნამდვილად არ ერიდებიან არც სანქციების ფორმალურად დაწესებას და არც მის მიზეზებზე ხმამაღლა ლაპარაკს.
რამდენად უნდა ველოდოთ უფრო ხმაურიან განცხადებებს თქვენგან? როგორც ვიცი, გაცილებით მძიმე ფაქტები გაქვთ, აპირებთ თუ არა მათ გახმოვანებას? არაოფოციალური ინფორმაციით, ეს არ იყო ამერიკის ელჩის ერთადერთი შეხვდრა ივანიშვილთან...
- ნამდვილად არ გვაქვს ინფორმაცია რაიმე ახალი შეხვედრის შესახებ. რაც შეეხება ქალბატონ დეგნანს, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რომ ელჩის განსაკუთრებული სიმპათიითა და მფარველობით სარგებლობს ყველა ის უსამშობლო ადამიანი, ვინც ასე დაჟინებით ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას, ვინც ყოველგვარი ფაქტისა და მტკიცებულების გარეშე აბრალებს ჩვენს სამშობლოს, თითქოს ჩვენი ტერიტორია რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენება, ვინც დაჟინებით ცდილობს, საზოგადოებაში ქსენოფობია და სიძულვილი გააღვივოს უბრალო ადამიანების მიმართ მხოლოდ მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო, ვინც ღიად მოუწოდებს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ. ამას ხედავს ჩვენი ხალხი და როცა რეაქციაც შესაბამისი აქვს, არავის უნდა გაუკვირდეს. რაც შეეხება ჩვენს მომავალ ქმედებებს, ჩვენი მიზანი ვინმესთან დაპირისპირება კი არა, საზოგადოების სწორად ინფორმირებაა, რომ ამ ურთულეს პერიოდში საბედისწერო შეცდომები არ დავუშვათ.
როგორც 90 --იან წლებში აფხაზეთის მერე რუსეთზე თავს ვიტყებდით.................................. ზუსტად ისეა ეხლაც
..................რომ რაც რუსეთმა დაგვმართა, ეს ჩვენი ძმა რუსეთის გაკეთებული არაოო. ეს ყველაფერი ჩვენს მიმართ რეაქციულმა და ჩათლახმა რუსეთმა ჩაიდინა, თორე ჩვენი დემოკრატიული ძმა, შაქარი და მურაბა რუსეთი ამას როგორ ჩაიდენდა-- იკადრებდაო.......პირიქით ის ჩვენი დემოკრატიული ძმა. ამ რეაქციული რუსეთის საქციელით, ძალიან აღშფოთებულია და ამ უბედურებაში ჩვენ გვიჭერს მხაარსო
მერე სინამდვილეში ხო აღმოჩნდა რომ არანაირი ორი რუსეთი არააა?? ---და რომ არის ერთი და ისიც დიდი ჩათლახი რუსეთი?/
ზუსტად ესეა ეხლაც...
~ეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკის შესახებ, ეხლა ზუსტად მასე იქცევიან
არის ორი ამერიკა--- ერთი დემოკრატიული, ჩვენი პარტნიორი, შაქარი და მურაბა ამერიკა და არის მეორე ომის პარტიაო და ისინი გვიწყობენ აქ ყველა უბედურებას ნაცებთან ერთადო...... იმათ უნდათ ხელისუფლებაში8 ნაცების დაბრუნებაო, თორემ ნაღდი დემოკრატიული ამერიკა ყველაფერში გვიჭერს მხარსო ....
კარგიით რაააააა....მართლა მაგ ჭკვაზე ხააართ თუ ზრდილობიანად იქცევით??
წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო....ისეა ამ სუბარის საქმე
ყოველ შემთხვევისთვის ცდილობს რომ ,,კარგ,, ამერიკასთან ხიდები არ დასწვას
მაგრამ არ გამოვა მასე არაფერი...
ეგ ჩვენთვის არის ხიდი თორემ იმააათ???..........ხიდიიიიი???.....რაში სჭირდებათ?? ------ .მაგათ როცა დასჭირდებათ ხიდების გარეშეც გადასარევად მოვლენ--- ..მაკინტოჟში გამოწყობილები,, ვინ დაუშლით მაგათ აქ მოსვლას??? (ეგენი ძაან ,,კულტურულად და ზრდილობიანად,, დადიან სტუმრად ყველგან)
ამდენი კითხვების მერე, ეგენი საქართველოს პასუხის ღირსადაც რომ არა სთვლიან, იმას ნიშნავს რომ იმათ ჩვენი ეს ,,ფორიაქი,, სულ სირზეც ჰკიდიათ. დიდი რამე ....... თუ ეხლა ვიღაც გრუზინმა რაღაცეები იბოდიალა ან იკითხა.....ეგენი მაინც თავიაანთ გეგმებიდან არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვევენ.....პირიქით უფრო მაგრად დააწვებიან საქართველოს ხელისუფლებას........უფრო დიდი ძალით ეცდებიან ჩვენზე აბაროდის აღებას---ხელისუფლებას შეცვლას და ისევ ნაცების დაბრუნებას....
ხუმრობა ხომ არააა....... ვიღაც ჭი-ჭი-ჭი კოლონიამ (გრუზია--ჯორჯიამ) შეჰბედა და ,,შეუყეფა,, მათ უდიდებულესობას ....ეს გარეგნულადაა რომ ისევ დიდ გულზე არიან და ისევ თავისას აწვებიან, თორე აბა ერთი მაგათ ,,ამერიკულ კუხნაში,, ნახეთ რა ხდება??
ხუმრობა ხომ არააა ვიღაც მე--17 ხარისხის კოლონიამ გაბედა და იმათ გეგმები აურიათ..
.იცოცხლე კარგა გვარიანად არიან ეგენი ჩვენზე აჯაგრულ--გამაწარებულები................ერთი სული აქვთ აბაროდი აგვიღონ.
თან გვეუბნებიან ---- 30 წელი სუ თქვენ კეთილდღეობაზე ვფიქრობდით, თქვენ კიდევ უმადურ--უგნურები ხააართო ...
ალბათ, ეხლა ეგ დაგნარი დეიდა მთელი დღეები სახელმწიფო დეპარტამენტის ,,ბალაკლავა ტელეფონზეა,, ჩამოკიდებული და სუ დაკლად--რაპორტებს აბარებს, იქიდან კიდევ ჩვენი დაქინძვის ინსტრუქციას--ინსტრუქციებზე იღებს......
მოკლედ ვარიაანტი არააა ------ ეგენი აწი უფრო მაგრად შეგვიტევენ...... კულტურაც და ზრდილობაც მაგათ სუ ფეხზე ჰკიდიათ
.ის კი არა და თუ მათ საქმეს დასჭირდა, ეგ დაგნარი დეიდა პირდაპირ ლიმონკითაც დაიწყებს აქ სირბილს...............სიფათზეც ემჩნევა სინამდვილეში ეგ ,,გადაკრასკულ;ი მელია,, ვინც არის .
....მაგას სუ ფეხზე კიდია ნაციონალების ლიდერი იქნება თუ ტერორისტი, მთავარია მაგან ამერიკის საქმე გაააკეთოს და გრუზინების თვალში, როგორი სახელი ექნებათ, ეგ სულ ცალფეხზე ჰკიდია მთელ ამერიკას(კოლუმბს)
სახელი თორემ.............................ისედაც მთელმა მსოფლიომ გადასარევად იცის, მაგათი ,,მშვიდობისმყოფელი,, როლების შესახებს და სადღაც გრუზიაში მათზე რას იტყვიან, მაგაზე შეწუხდებიააან?????
მეტი დარდი არ გქონდეთ თქვენ, ............ფული, ღონე და მსოფლიო მაგათია.....